|
2023-08-13 16:25:14, 805 ნახვა
საზოგადოება
შოვში დაღუპულთაგან ერთ-ერთი მანანა ჯაჭვაძეა
შოვში დაღუპულთა შორის იდენტიფიცირებულია კიდევ ერთი პირი - მანანა ჯაჭვაძე. ჯაჭვაძე სტიქიის ადგილას შვილთან - მარინა ხორბალაძესთან - და შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა. ბავშვის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება - მაშველები 4 წლის გიორგის ჯერ კიდევ ეძებენ. დღეს კიდევ ერთი გარდაცვლილის ინდეფიცირება მოხდა, შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან ერთ-ერთი 4 წლის ლუსის დედა, სოფო ბაკურაძეა. ამის შესახებ ინფორმაცია რაჭის Facebook გვერდზე ვრცელდება და ნათქვამია, რომ სტიქიისას დაღუპულებს შორის იდენტიფიცირებულია სოფელ გლოლას მკვიდრი, 23 წლის სოფო ბაკურაძე. შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა. 9 ადამიანი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია ევაკუირებული.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)