03:38 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-12 13:04:53, 842 ნახვა

საზოგადოება
ღამით შოვში, სტიქიის ზონაში ქვათაცვენის გამო სამაშველო სამუშაოები დროებით შეწყდა

შოვში, გვიან ღამით, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათა ცვენა დაფიქსირდა და ცუდი ხილვადობის გამო სამუშაოები შეწყდა, დღეს დილით კი განახლდა, - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა.

სტიქიის ზონაში კლდოვანი მასის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა.

"24 ადამიანია ამოყვანილი და ვეძებთ 9 დაკარგულ პიროვნებას. ამას გარდა, გაიზარდა, რა თქმა უნდა, არეალი, სამძებრო სამუშაოების. დილიდან კვლავ განახლდა მძიმე ტექნიკის მუშაობა. გუშინ, გვიან ღამით დაფიქსირდა მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათა ცვენის ფაქტი. ეს დამახასიათებელია, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასეთი დიდი მასშტაბის სტიქიების შემდგომ. ვინაიდან, ცუდი ხილვადობა იყო გვიან ღამით, მოხდა სამუშაოების შეჩერება დილამდე. დილით უკვე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ვერტმფრენით და დრონებით დათვალიერებული იქნა ეს ხეობა და მნიშვნელოვანი ქვათა ცვენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, დილითვე უკვე განახლდა საძიებო სამუშაოები", - განაცხადა მარგველიძემ.

შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მაშველები 9 ადამიანს ისევ ეძებენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics