17:09 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-11 16:50:27, 1096 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - დავდგეთ ერთად და გავაგრძელოთ სწრაფვა უკეთესი მომავლისთვის, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი გმირები!

დღეს ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში, მნიშვნელოვანი წლისთავი აღინიშნება. დღე, რომელიც გვახსენებს ჩვენი მამაცი ჯარისკაცების წარმოუდგენელ გამბედაობასა და თავგანწირვას,- ასე ეხმაურება  საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შინდისის ბრძოლის 15 წლისთავს.

ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და "საქართველოს უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის გასაგრძელებად" ყველას ერთად დგომისკენ მოუწოდებს.

"2008 წლის 11 აგვისტოს, ზუსტად 15 წლის წინ, სოფელ შინდისთან, ჩვენი 22 მსუბუქად შეიარაღებული ქართველი ჯარისკაცი დიდი გამოწვევის წინაშე დადგა - უთანასწორო ბრძოლა რუსულ ბატალიონთან.

მხოლოდ ტყვიამფრქვევებით და მტკიცე მონდომებით შეიარაღებულები, ერთ საათზე მეტხანს იკავებდნენ თავიანთ პოზიციას. ისინი ჩაერთვნენ ვაჟკაცურ ბრძოლაში, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში! ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ მათ ხსოვნას, ვინც ასე გმირულად იბრძოდა შინდისში.

მოდი, ყველა დავდგეთ ერთად და გავაგრძელოთ სწრაფვა საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, მომავლისთვის, რომელიც იცავს თავისუფლების, დემოკრატიისა და სამართლიანობის პრინციპებს, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი გმირები!

დაე, მათი მემკვიდრეობა იყოს ჩვენი გზამკვლევი, შეგვახსენოს, რომ არც ერთი გამოწვევა არ არის გადაულახავი, როდესაც ერთად ვდგავართ! ძალა ერთობაშია. დიდება გმირებს",- წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.

შეგახსენებთ, დღეს, 11 აგვისტოს შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა. რუსეთთან უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი გმირი შეეწირა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე, შმაგი კუპატაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics