18:31 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-11 11:30:28, 850 ნახვა

საზოგადოება
გორის მუნიციპალიტეტში დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 14 სახლი აშენდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში, დევნილი ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი,14 სახლი აშენდა. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 80 კვადრატულამდე მეტრი ფართობის სახლები დევნილ ოჯახებს, სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში, უახლოეს მომავალში გადაეცემათ. 

"სამშენებლო სამუშაოები გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში განხორციელდა. 

ამ ეტაპზე, აქტიურ ფაზაშია წყლის სისტემის მონტაჟი, რომელსაც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს. სამუშაოებს, ადგილზე გაეცნო სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი. იგეგმება მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.

სოფელ ძევერაში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება უკვე დასრულდა.

სააგენტო ახალაშენებულ სახლებს კრიტერიუმების შესაბამისად გაანაწილებს",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics