|
2023-08-11 11:08:18, 1092 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - მაშინ, როდესაც ჩვენი გმირები შინდისში თავს სწირავდნენ, ყოფილი პრეზიდენტი გარბოდა
ამ გმირობის დღეს არნახული სიმხდალე აჩვენა ყოფილმა მთავარსარდალმა, ე.წ. მთავარსარდალმა. ამავე დღეს, 2008 წლის 11 აგვისტოს გახსოვთ გაქცეული სააკაშვილი თვითმფრინავის ხმის გამო. მას ყავდა ჩამოყვანილი აქ სტუმარი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მაშინ, როცა ჩვენი გმირები აქ თავს სწირავდნენ, ყოფილი პრეზიდენტი გარბოდა და მიწაზე გართხმული მისი შეშინებული სახე ნახა მთელმა მსოფლიომ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალთან განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გონიერებითა და თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოხერხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეს არის ხელისუფლების მთავარი მიზანი. „ეს რაზე მიგვითითებს, მეგობრებო? ეს მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენი ეს ლომი ბიჭები, რომ იტყვიან ლომების არმია, იბრძოდა თავდადებით, თავგანწირვით და ამ დროს სათავეში იდგა გამყიდველი, მოღალატე, შემარცხვენელი და მხდალი კაცი... საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა შესაბამისი დასკვნები გამოიტანა. რა თქმა უნდა, ეს ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა. დღეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ძირითადი ნაწილი, ორივე რეგიონი ოუპირებულია დროებით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, მაგრამ ჩვენ ჩვენი ჭკუით, გონიერებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოვახერხოთ, უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. კიდევ ერთხელ დიდება ჩვენს გმირებს და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)