|
2023-08-09 16:37:53, 716 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - სატელიტური ფოტოები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ შეფასებებს, რომელიც მოყვანილია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ შოვში განვითარებული სტიქიის წარმოქმნის გამომწვევი მიზეზების დამადასტურებელ დამატებით მასალებზე ისაუბრა. ოთარ შამუგამიამ კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოხატა იმ მძიმე ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელიც 3 აგვისტოს შოვში განვითარდა. "ბუნებრივია, საზოგადოებაში არის მაღალი ინტერესი სტიქიის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. რამდენიმე დღის წინ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებას გააცნო პირველადი დასკვნა სტიქიის მიზეზებთან და მასშტაბებთან დაკავშირებით. დასკვნაში ასახულია თუ, სავარაუდოდ, რა დროში განვითარდა მოვლენები. სპეციალისტები კვლავ ინტენსიურად აგრძელებენ მუშაობას დამატებით დეტალებზე. ორი დღის წინ, მივიღეთ მაღალი ხარისხის სატელიტური ფოტოები, რომელიც ადასტურებს იმ შეფასებებს, რომელიც მოყვანილია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში. კერძოდ, ჩვენ გვაქვს ფოტო, რომელიც გადაღებულია 3 აგვისტოს, სტიქიის განვითარებამდე გარკვეული პერიოდით ადრე, სადაც ნათლად ჩანს, რომ რაიმე ტიპის ცვლილებას ადგილი არ აქვს. ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში ვისმენდით, თითქოს, ადგილი ჰქონდა წყლის დაგროვებას, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და რასაც აღნიშნული ფოტო კიდევ ერთხელ ადასტურებს. რაც შეეხება მეორე ფოტოს, რომელიც უკვე სტიქიის შემდგომ არის გადაღებული, დასტურდება თუ როგორ განვითარდა პროცესები, რომ სტიქია დაიწყო კლდეზვავის ჩამოშლით და შემდგომ, უკვე მყინვარის მოწყვეტით. საკმაოდ დიდ ფართობზეა საუბარი, რასაც მოჰყვა შემდგომი პროცესები. ფოტოებთან დაკავშირებით დეტალებს და ანალიზს, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დღესვე წარვუდგენთ საზოგადოებას“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)