22:31 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-09 12:40:05, 970 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი კანდიდატის სტატუსზე - უსამართლო გადაწყვეტილება და ლიდერის დაჩაგვრა ევროპას არ ეკადრება

უსამართლო გადაწყვეტილება და ლიდერის დაჩაგვრა ევროპას არ ეკადრება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ევროპას "მხოლოდ ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება ეკადრება".

"ჩვენ შარშან ივნისშიც, ობიექტური პარამეტრებითა და კრიტერიუმებით რომლითაც უნდა ფასდებოდეს და მიიღებოდეს გადაწყვეტილება, შარშან ივნისშიც საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, მაგრამ შარშან ივნისშიც იქნა სხვანაირი გადაწყვეტილება მიღებული, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებას გარდა ობიექტური გაზომვადი მხარისა, აქვს ასევე სუბიექტური პოლიტიკური ნაწილი, რომელიც სწორედ გულისხმობს, რომ გადაწყვეტილება მიიღება 27 ქვეყნის მიერ პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე.

ამის განჭვრეტა არის რთული, თუ რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მათ შორის, როდესაც ვსაუბრობთ განწყობებზე, სამწუხაროდ, არიან, რა თქმა უნდა, სკეპტიკოსებიც, რომლებიც განსაკუთრებით ვხედავთ ჩვენ მიხეილ სააკაშვილთან მათ კავშირებს და აქედან გამომდინარე ვნახეთ ჩვენ დეზინფორმაციული ტალღებიც, მათ შორის სხვადასხვა მხრიდან, რომელიც შეეხებოდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობის სხვადასხვა ასპექტებს. ამიტომ, ვნახოთ, მე იმედი მაქვს, რომ ყველა გადააბიჯებს თავის პარტიულ კავშირებს თუ ა.შ. ვგულისხმობ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და მიიღებენ ობიექტურს გადაწყვეტილებას, ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ეკადრება ევროპას და ევროპას ეკადრება მხოლოდ ერთადერთი გადაწყვეტილება, რომ ეს უნდა იყოს ობიექტური, სამართლიანი გადაწყვეტილება. უსამართლო გადაწყვეტილება და ლიდერის დაჩაგვრა ევროპას არ ეკადრება",- თქვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics