21:29 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-05 18:02:12, 953 ნახვა

საზოგადოება
იაპონიის საელჩო - ვუსამძიმრებთ შოვში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში მომხდარ ტრაგედიას საქართველოში იაპონიის საელჩო ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. 

საელჩო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს.

"იაპონიის საელჩო საქართველოში უსამძიმრებს შოვში დამანგრეველი მეწყერის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ რჩება სტიქიის ზონაში ან ითვლება დაკარგულად, სწრაფად და უვნებლად დაბრუნდება სახლში. 

გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ პატივისცემას მაშველების, პოლიციისა და თითოეული იმ ადამიანის მიმართ, ვინც სამაშველო და პირველადი დახმარების სამუშაოებშია ჩართული. 

ასეთი ტრაგიკული მოვლენები ხაზს უსვამს ერთიანი გლობალური ძალისხმევის აუცილებლობას ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისთვის",- ნათქვმია იაპონიის საელჩოს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

შეგახსენებთ, შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათისთვის ჩამოწვა.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 200-ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი, 20-ზე მეტი კი დაკარგულად მიიჩნევა.

მესამე დღეა, სტიქიის ეპიცენტრში სამძებრო-სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს. შოვში ამ დრომდე ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო ჯარიც. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics