|
2023-08-04 16:26:18, 550 ნახვა
საზოგადოება
გია ცაგარეიშვილი - წარმოუდგენელია ამგვარი ბუნებრივი კატასტროფის აცილება, 5-დან 7 მილიონ კუბომეტრამდე ნატანია ჩამოტანილი
წარმოუდგენელია ამგვარი ბუნებრივი კატასტროფის აცილება, 5-დან 7 მილიონ კუბომეტრამდე ნატანია ჩამოტანილი. როგორ უნდა აღუდგე ამას წინ, ან ამის პროგნოზირება როგორ უნდა მოახდინო? - ამის შესახებ ჟურნალისტებს შოვში, სტიქიის ზონაში მყოფმა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ყველაფერი განვითარდა ძალიან მოულოდნელად, მოწყვეტის წერტილიდან ე.წ. კოტეჯების დასახლებამდე ეს მასა ჩამოვიდა რამდენიმე წუთში. „უამრავ მეწყერზე, ღვარცოფზე ვარ ნამყოფი, მსგავსი რამ არც წარმომედგინა, თუ შეიძლებოდა, ამგვარი სტიქია განვითარებულიყო. წარმოიდგინეთ, ქვა-ღორღის უზარმაზარი მასივია განფენილი ფაქტიურად მთელი შოვის ტერიტორიაზე, წამოსული ნატანის სიმაღლე დაახლოებით 3-დან 5 მეტრამდეა, რომ წარმოიდგინოთ რამხელა მასშტაბებზეა საუბარი. ეს ყველაფერი მოხდა მყისიერად, ანუ, მოწყვეტის წერტილიდან ე.წ. კოტეჯების დასახლებამდე ეს მასა ჩამოვიდა რამდენიმე წუთში. დადასტურებულად შეგვიძლია გითხრათ ჩვენი ჰიდროლოგების, გლაციოლოგების და გეოლოგების მონაცემებზე დაყრდნობით, მათ რამდენიმე შეფრენა განახორციელეს ხეობაში, ისინი გვეუბნებიან, რომ იქ მოწყვეტილია ძალიან დიდი მყინვარი, უზარმაზარი ნაჭერი, რომელიც ძალიან სწრაფად დაეშვა დამრეც ფერდობზე, იყო რამდენიმე დაგუბება, დაგუბებამ გამოიწვია ის, რომ ნატანის მასა ერთი ასად გაიზარდა, შემდეგ ამან გახეთქა ეს ჯებირი და პირდაპირ დაბლობისკენ - პატსიონატისკენ, სანსეტ შოვისკენ, კოტეჯების დასახლებისკენ დაეშვა და წალეკა ყველაფერი, რაც კი გზაზე იყო. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს განვითარდა ძალიან მოულოდნელად, რამდენიმე წუთში, 3-5 წუთში ყველაფერი დასრულდა“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა. რაც შეეხება განცხადებებს იმის შესახებ, რომ შესაძლებელი იყო ამ ტრაგედიის თავიდან აცილება, გია ცაგარეიშვილის თქმით, ასეთი სტიქიური კატაკლიზმების წინააღმდეგ ბრძოლა, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. „ძალიან კარგად მომეხსენება, რისი აცილება შეიძლება და რისი არა, ამაზე ჩვენ ყოველთვის ხმამაღლა ვსაუბრობდით. იმ პრობლემებზეც ხმამაღლა ვსაუბრობთ ხოლმე, რომელიც თან ახლავს ამ პროცესების, ბუნებრივი კატასტროფების პრევენციას ქვეყანაში და ამ მიმართულებით ამ წლებში უამრავი რამ გაკეთდა. არ ვიქნები თვითრეკლამირებით და მთავრობის რეკლამირებით დაკავებული. ახლა ამის დრო ნამდვილად არავის აქვს, მაგრამ ამგვარი ბუნებრივი კატასტროფის აცილება არის წარმოუდგენელი. წარმოუდგენელია 5-დან 7 მილიონ კუბომეტრამდე ნატანია ჩამოტანილი. როგორ უნდა აღუდგე ამას წინ, ან ამის პროგნოზირება როგორ უნდა მოახდინო? რეგიონში, მთელ ევროპაში უყურებთ რა მდგომარეობაა, ჩინეთში საოცარი სტიქიებია, ყველგან ჩვენ სამეზობლოში საოცარი სტიქიები ვითარდება, თურქეთში, ა.შ. პლანეტაზე დაწყებულია შეუქცევადი კლიმატური ცვლილებები. თუ ჩვენ გონს არ მოვეგებით, ძალიან მძიმე მომავალი შემიძლია ვუწინასწარმეტყველო ზოგადად პლანეტას და მის მოსახლეობას. ასეთი სტიქიური კატაკლიზმების წინააღმდეგ ბრძოლა ფაქტიურად წარმოუდგენელია. კაცობრიობამ რაც დათესა, იმას იმკის, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ. რეგიონში კავკასიის მთელ ქედზე გაყოლებით, დაწყებული აფხაზეთიდან, დამთავრებული კასპიის ზღვამდე, საოცარი კლიმატური ცვლილებებია. ძალიან დიდი კატაკლიზმებია დაწყებული, ბუნებრივი ფერდობების ჩამოშლა, ნიადაგების დეგრადირება, მყინვარების დნობა, აქ არის კატასტროფული შედეგი რამდენიმე კილომეტრში, თქვენ იხილეთ. ვფიქრობ, ამ მოვლენებზე ყურადღებაც უნდა გავამახვილოთ ამ მოვლენებზე და ყველანაირად შევეცადოთ, მეტ-ნაკლებად დავაზღვიოთ“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)