23:47 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-04 15:05:36, 690 ნახვა

საზოგადოება
შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოებში თავდაცვის ძალებიც ჩაერთვება

მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაშველებთან ერთად ამ პროცესში ჩაერთვება ჩვენი ჯარი, თავდაცვის ძალები, თავიანთი სპეცსაშუალებებით ჩამოვლენ აქ და მიეხმარებიან ჩვენს მაშველებს, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა, სადაც სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

პრემიერის თქმით, გლოვის დღე გამოცხადდება ორშაბათს.

„მე თავად მოვინახულე პარლამენტის თავმჯდომარესთან  და ჩვენს მინისტრებთან ერთად სტიქიის ზონა და თქვენც შეგიძლიათ ნახოთ კადრები, ძალიან მძიმე ვითარებაა, ფაქტობრივად, უზარმაზარი ტალახის მასა არის ჩამოტანილი და დაფარული არის პრაქტიკულად, სამწუხაროდ, კოტეჯების ნაწილი მთლიანად არის დაფარული. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ვითარებაა. ეს მდგომარეობა გვაქვს ამ მომენტისთვის. 

ჩვენ ასევე გვქონდა მსჯელობა, რომ დღეს და შაბათ-კვირას, რა თქმა უნდა, აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას და ჩვენი გადაწყვეტილებით, გლოვის დღე გამოცხადდება ორშაბათს. ეს შემიძლია გითხრათ ამ ეტაპისთვის", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics