|
2023-08-03 14:52:04, 759 ნახვა
საზოგადოება
Feel the PAWer of love - Animal Project-ის ღონისძიების მხარდამჭერი „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო
Feel the PAWer of love in Zugdidi - ორგანიზაციამ Animal Project ზუგდიდის სკეიტ-პარკში ამ სახელწოდებით სახალისო, ინტერაქციული და ინფორმაციული აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გამართა. ორგანიზატორებმა მიზნად დაისახეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კომპანიონი ცხოველების შესახებ. სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია მიუსაფარი ცხოველების სოციალური პრობლემების გადაჭრის გზების, სტერილიზაცია/კასტრაციის, ასევე ყიდვის ნაცვლად ცხოველების ქუჩიდან ან თავშესაფრიდან აყვანის მნიშვნელობის შესახებ. ღონისძიების მხარდამჭერი „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო. ნათია ჩიქოვანი, Animal Project-ის დამფუძნებელი: „საქართველოში მიუსაფარი ცხოველების სახით ძალიან მწვავე სოციალური პრობლემის წინაშე ვდგავართ, მისი მოგვარება კი საზოგადოების ჩართულობით უნდა მოხდეს. მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა, დაიცვან ძაღლებისა და კატების მოვლა-პატრონობის წესები და რეგულაციები და სახელმწიფოს ამ პრობლემაზე მუშაობის დაწყება მოსთხოვონ. ზუგდიდში გამართული ღონისძიება სწორედ საზოგადოების გაძლიერებას და ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. მიუსაფარი ცხოველები ქუჩებში არ უნდა ცხოვრობდნენ, ამისათვის კი ჩვენი ყველას ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.“ „თეგეტა ჰოლდინგის“ მონაწილეობით, ღონისძიებისთვის დამზადდა და საბავშვო კუთხეში განთავსდა მიუსაფარი ცხოველებისთვის განკუთვნილი სახლები, რომლებიც გამოფენის მცირეწლოვანმა სტუმრებმა ფერადი საღებავებითა და პულივიზატორებით მოხატეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ სახლები მიუსაფარი ცხოველებისთვის ზუგდიდში დაიდგა. ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „თეგეტასთვის ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია და მიხარია, რომ Animal Project-თან ერთად მიუსაფარი ცხოველებისთვის ბევრი აქტივობა განვახორციელეთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მხარში დავუდგეთ იმ ხალხს, ვინც კარგად იციან ცხოველების საჭიროებები. ვფიქრობ, რომ ზუგდიდში გამართული ღონისძიება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ცნობიერების ამაღლებას მიუსაფარი ცხოველების შესახებ. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ „თეგეტას“ ჩართულობით, თბილისის შემდეგ, ცხოველებისთვის სახლები უკვე ზუგდიდშიც განთავსდა.“ Feel the PAWer of love in Zugdidi რამდენიმე აქტივობას მოიცავდა: „მეტისების არაჩვეულებრივ გამოფენას,“ ქუჩიდან აყვანილი ცხოველების ფოტო-გამოფენას, ბროშურების გავრცელებას, საბავშვო და გასტრონომიულ კუთხეებს, ლეკვების კუთხეს, საიდანაც სამი მიუსაფარი ლეკვი გაჩუქდა. მოეწყო ზუგდიდის რეგიონის მეწარმეების მიერ შექმნილი ნივთების ბაზრობა, რომლისგან შემოსული თანხაც მიუსაფარი ცხოველების გადარჩენას მოხმარდება. ზუგდიდში გამართული ღონისძიება რეგიონში ცნობიერების ამაღლებაზე ფოკუსირებული პროექტის ნაწილია, რომელსაც Animal Project ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) მხარდაჭერით ახორციელებს.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)