23:08 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-03 14:38:38, 904 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ადამიანებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჰყავთ ბატონი და არიან მონები, შეუძლებელია, ქვეყანას რამე სასიკეთო გაუკეთონ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოსა“ და პარტია "საქართველოსთვის" გაერთიანებით არაფერი შეიცვლება.

როგორც მან მედიასთან განმარტა, ოპოზიციის წარმომადგენლები, ყოველთვის ერთი ფრთის ქვეშ იყვნენ გაერთიანებულები.

„გადახედეთ ამ ადამიანების წარსულს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში, რა შეუქმნიათ. დღევანდელობასაც გადავხედოთ, რით არიან დაკავებულები. ამ გაერთიანებით არაფერი იცვლება. ეს ადამიანები ყოველთვის ერთი ფრთის ქვეშ იყვნენ, შეიძლება მოგვევლინონ სხვადასხვა პარტიის სახით, შეიძლება რაღაც პლატფორმაზე გაერთიანდნენ, მაგრამ ეს არ ცვლის შედეგს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ წინა წლების მსგავსად, 2024 წლის არჩევნებშიც მოსახლეობის უმრავლესობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„გადახედეთ ეს ადამიანები რა განცხადებებს აკეთებენ. ერთს ჰგონია, რომ ქვეყანას ჰყავს ბატონები და მათ უნდა ვემონებოდეთ. ადამიანებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ ჰყავთ ბატონი და არიან მონები, შეუძლებელია  რამესასიკეთო გაუკეთონ თავიანთ ქვეყანას. ხალხი ყველაფერს ხედავს, ნუ ჰგონიათ, რომ თავიანთი ტელევიზიების საშუალებით ვინმეს  მოატყუებენ. საბედნიეროდ, დღეს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არსებობს. ხალხი კარგად ხედავს, ვინ რას წარმოადგენს და ვის რა პოლიტიკური წარსული აქვს. როგორც წინა წლებში, ასევე, 2024 წელს მოსახლეობის უმრავლესობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics