|
2023-08-03 14:14:58, 961 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - დღეს ვერცერთი მაღალჩინოსანი ვერ გაბედავს, ბიუჯეტიდან დააფინანსოს საყვარლები, პირადი მასაჟი ან შვილის სწავლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შემოსავალი მის ქონებრივ დეკლარაციაში სრულადაა ასახული და ყველასთვის ხელმისაწვდომი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრემიერის შემოსავლებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მერმა აღნიშნა, "წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც მაღალჩინოსნები ქვეყნის ბიუჯეტიდან აფინანსებდნენ, თუნდაც, საკუთარი შვილების სწავლას". „პრემიერის შემოსავალს რაც შეეხება, ყველაფერი მითითებული აქვს დეკლარაციაში. ერთ რამეს გეტყვით: დღეს საქართველოში, ვერცერთი მაღალჩინოსანი, თუნდაც პრემიერ-მინისტრი იყოს, ვერ გაბედავს, რომ ბიუჯეტიდან დააფინანსოს საყვარლები, საკუთარი თავის მასაჟი ქალბატონების ჩამოყვანით. ბევრი მაღალჩინოსანი ვიცი, რომელთაც ძალიან ნიჭიერი და წარმატებული შვილები ჰყავთ, მაგრამ ეს ვერ იქნება საბაბი იმისთვის, რომ ბიუჯეტიდან ფული აიღოს ვინმემ და თავისი შვილის სწავლა დააფინანსოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)