|
2023-08-02 11:21:47, 908 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - არ დავუშვებთ, უკრაინელ და პოლონელ ხალხებს შორის პოლიტიკურმა მომენტებმა ურთიერთობა გააფუჭოს
არ დავუშვებთ, რამე პოლიტიკურმა მომენტებმა გააფუჭოს ურთიერთობა უკრაინელ და პოლონელ ხალხებს შორის,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სპეციალურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, ორი ქვეყნისთვის საერთო მტერზე გამარჯვების საკითხი ყველაზე მაღლა დგას. "დიდად ვაფასებთ პოლონეთის ისტორიულ მხარდაჭერას, რომელიც ჩვენთან ერთად იქცა ევროპის ნამდვილ ფარად ზღვიდან ზღვამდე და ამ ფარში არ შეიძლება, რომ ერთი ბზარიც კი იყოს. არ დავუშვებთ, რამე პოლიტიკურმა მომენტებმა გააფუჭოს ურთიერთობა უკრაინელ და პოლონელ ხალხებს შორის. ემოციები აუცილებლად უნდა გაცივდეს. ჩვენი ერების თავისუფლება და კეთილდღეობა, ჩვენი ევროპული ღირებულებები და გამარჯვება საერთო რუს მტერზე, ყველაზე მაღლა დგას",- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო უწყებამ უკრაინის ელჩი ვასილი ზვარიჩი დაიბარა. პოლონეთის დიპლომატიურ უწყებაში განმარტავენ, რომ ელჩის დაბარება უკრაინის ხელისუფლების განცხადებებს უკავშირდება. მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩი ბარტოშ ციხოცკი პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საერთაშორისო პოლიტიკის ოფისის ხელმძღვანელის, მარჩინ პშიდიჩის განცხადებების გამო იყო დაბარებული. პშიდიჩმა პოლონურ მედიასთან ინტერვიუში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირების საკითხზე საუბრისას თქვა, რომ უკრაინას დიდი მხარდაჭერა აქვს პოლონეთისგან და რომ ქვეყანამ „უნდა დაიწყოს იმ როლის შეფასება, რომელიც პოლონეთმა ითამაშა უკრაინისთვის ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში“.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)