|
2023-08-01 22:17:19, 1296 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - ტურისტული სეზონი, ოპონენტებისა და ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ძალების ცრუ კამპანიის მიუხედავად, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს
ტურისტული სეზონი, ჩვენი ოპონენტების და ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ძალების ცრუ კამპანიის მიუხედავად, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "მთავარი" განაცხადა. რიჟვაძის თქმით, 2019 წლის დინამიკა სრულად არის აღდგენილი. "ტურისტული სეზონი, მიუხედავად არაერთი მტრული და ცრუ კამპანიისა, რომელსაც არამხოლოდ ჩვენი ოპონენტები, არამედ პირდაპირ შეიძლება ითქვას, ამ ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ძალები სეზონის დასაწყისიდან ახორციელებენ, მიუხედავად ამ ყველაფრისა და ამ გამოწვევებისა, ტურისტული სეზონი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. განხორციელებული ვიზიტების ანალიზით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2019 წლის დინამიკა სრულად არის აღდგენილი. გვაქვს 10%-იანი ზრდა. გასულ წელთან შედარებით, პრაქტიკულად გაორმაგებულია ტურისტული ნაკადები მთელი რიგი სამიზნე ქვეყნებიდან. ასევე, ძალიან ხშირად მიმდინარეობს სპეკულაციები, მათ შორის ამ მტრულად განწყობილი ძალებისგან, რომ თითქოს ბათუმში მხოლოდ რუსი ტურისტები ისვენებენ. მე მინდა, საზოგადოებას გავაცნო ის სტატისტიკა, რომ ყველა მიმართულებით, იქნება ეს დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ისრაელი, თურქეთი და ყველა ის ქვეყანა, სადაც ტურიზმის დეპარტამენტი ახორციელებს შესაბამის მარკეტინგულ კამპანიას, გაზრდილია ტურისტული ნაკადები. საზღვაო სეზონის ჩატარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტურისტები მივიღოთ ყველა ქვეყნიდან, განსაკუთრებით ტურისტები, რომლებიც შემოდიან, რათა დაისვენონ, გაეცნონ აჭარას და მეტი შემოსავალი მოუტანონ ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორს. ბოლო ორი კვარტლის მონაცემებით, რეგიონში განხორციელდა მილიონ ორასი ათასზე მეტი ვიზიტი, რაც ნიშნავს, რომ პრაქტიკულად მთელი მსოფლიო უკვე იცნობს ბათუმს, აჭარას, მზარდია მის მიმართ დაინტერესება. ეს ჩანს წამყვან მედიასაშუალებებში. ყოველდღიურად შუქდება ტურისტული სიახლეები, რომელსაც ჩვენ კერძო სექტორთან ერთად ვახორციელებთ. ჩვენ ასევე ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ განსაკუთრებით აგვისტო და სექტემბრის თვე იქნება კიდევ უფრო დატვირთული. სექტემბერში დიდი ღონისძიება გვაქვს. იცით, რომ დაგეგმილია მსოფლიო მასშტაბის გალა ღონისძიება. ტურიზმის ოსკარის დამაგვირგვინებელი ღონისძიება სწორედ ჩვენს ქალაქში გაიმართება. ის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და რომელსაც ყოველდღიურად ებრძვიან განზრახ სხვადასხვა პოლიტიკური ამბიციების მქონე ძალები, ყველაფერი იქნება შენარჩუნებული. ყველას ძალიან კარგად ესმის, თუ რამდენად დიდია მშვიდობის ფასი ჩვენი ქვეყნისთვის და სწორედ ამ მშვიდობიანი, მიზანმიმართული პოლიტიკის საშუალებით შევძლებთ, რომ ტურისტული სეზონი წარმატებული გვქონდეს და ყოველდღიურად გავაგრძელოთ ზრუნვა, რომელიც ასე ესაჭიროება ჩვენს მოსახლეობას", - თქვა რიჟვაძემ.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)