|
2023-08-01 10:36:19, 770 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი - გამოვდივარ წინადადებით, პარლამენტში დაიწყოს ენმ-ის დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლისა და გასამართლების პროცესი
გამოვდივარ წინადადებით, საქართველოს პარლამენტში დაიწყოს „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის პროცესი,- ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელი სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში წერს. სუბარის განცხადებით, ენმ-ი დანაშაულებრივი რეჟიმია, რომელიც მის მიერ ჩადენილი სისტემური და სისტემატური დანაშაულების გამო უნდა გასამართლდეს. "როინ შავაძის მკვლელების დაპატიმრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულებრივი ორგანიზაციაა. შავაძე 2008 წლის აგვისტოში უკანონოდ, ყოველგვარი ბრალისა თუ ლეგიტიმური ეჭვის გარეშე დააკავეს, სასტიკად აწამეს და ქუჩაში დახვრიტეს. მოკლული შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს, დაემუქრნენ, რომ თუ იჩივლებდა, მის მოკლულ ქმარს მოღალატედ გამოაცხადებდნენ და მთელი ცხოვრება მის შვილებს ამ დაღის ტარება მოუწევდათ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შავაძის საქმეზე დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კი, შავაძის სასტიკი მკვლელობიდან 15 წლის შემდეგ კვლავ დაიწყეს მტკიცება, რომ არარსებული ბრალდებით ადამიანის უკანონო დაკავება, წამება და მკვლელობა, მისი მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილების შანტაჟი და დაშინება სწორი საქციელია. „ნაციონალურ მოძრაობას“ იგივე პოზიცია აქვს მის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულებზეც, მაგრამ შავაძის საქმეს განსაკუთრებით ჰგავს ორი - თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის, პაატა ქარდავას და რეინჯერ დავით ცინდელიანის უკანონო დაკავების, წამებისა და მკვლელობის საქმეები. ორივე მათგანი იმავე პერიოდში, 2008 წლის აგვისტოში დააკავეს ყოველგვარი ბრალის გარეშე სასტიკად აწამეს, დახვრიტეს და ბეტონის ბოძებთან ერთად ზღვაში ჩაძირეს. ამ ბოროტების ჩამდენი, კუდის მაღალჩინოსანი რომან შამათავა ამჟამად სასჯელს იხდის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი, ამ სასტიკ მკვლელს უსირცხვილოდ აცხადებენ ეროვნულ გმირად. „ნაციონალურ მოძრაობაში" სამკვდრო-სასიცოცხლო შინაომია პარტიული თანამდებობების, გავლენებისა და ფულის გამო. ზოგი ტოვებს პარტიას და შემდეგ ისევ უკან ბრუნდება, მაგრამ შინაარსში არაფერი იცვლება: ყველა ამართლებს მათ მიერვე ჩადენილ სასტიკ მკვლელობებს, სისტემურ წამებას, უკანონო პატიმრობებს, სასამართლოს სრულად დამორჩილებას და სხვა სისტემურ დანაშაულებს. და მხოლოდ იმას ნანობენ, რომ მსგავსი დანაშაულების ჩადენის საშუალება დღეს არა აქვთ. „ნაციონალური მოძრაობა“ არის დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც უნდა გასამართლდეს მის მიერ ჩადენილი სისტემური და სისტემატური დანაშაულების გამო. სწორედ ამიტომ, გამოვდივარ წინადადებით, საქართველოს პარლამენტში დაიწყოს „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლისა და მისი გასამართლების პროცესი",- წერს სუბარი "ფეისბუქის" გვერდზე.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)