|
2023-07-31 18:13:18, 842 ნახვა
საზოგადოება
საია ბათუმის აქციაზე - პოლიცია ზრუნავს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და დემონსტრანტების კონსტიტუციურ უფლებებს ზღუდავს
საგანგაშოა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურა ყველა სხვა შემთხვევასთან შედარებით, განსაკუთრებით ზრუნავს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, და, ამ საფუძვლით მომეტებულად, მათ შორის, ძალისმიერი მეთოდებით, ზღუდავს დემონსტრანტების კონსტიტუციურ უფლებებს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ბათუმში საკრუიზო ლაინერის შემოსვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს. საია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 23 პირი გაათავისუფლოს. "აღსანიშნავია, რომ თავად ხომალდის მეპატრონესა და დაკავშირებულ კომპანიებთან მიმართებით არსებობს ინფორმაცია მათი სანქცირების შესახებ. აქცია რუსეთიდან გამოსული მე-2 საკრუიზო გემის წინააღმდეგ წუხელ, 30 ივლისის გვიან ღამით დაიწყო, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ წუთებშიც გრძელდება. აქციის მონაწილეებს ნავსადგურთან შეკრების საშუალება ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლად სამართალდამცავი სტრუქტურა უსაფრთხოების დაცვის ინტერესზე უთითებს. საგანგაშოა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურა ყველა სხვა შემთხვევასთან შედარებით, განსაკუთრებით ზრუნავს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, და, ამ საფუძვლით მომეტებულად, მათ შორის, ძალისმიერი მეთოდებით, ზღუდავს დემონსტრანტების კონსტიტუციურ უფლებებს, მშვიდობიანად გააპროტესტონ საქართველოში რუსული ოკუპაცია და რუსული გავლენები. აღსანიშნავია, რომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხო კორიდორი მოუწყო რუსეთის მოქალაქეებს, რათა კრუიზიდან ქალაქში მოსახვედრად დაბრკოლებები არ შექმნოდათ. ამ დროისთვის პოლიციას ისევ ორმაგი ჯებირებით აქვს შემოსაზღვრული ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს ბათუმში მიმდინარე აქციის მონიტორინგს და უკანონოდ დაკავებული პირების ინტერესების დაცვას, თუმცა, ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას არ გასცემს დაკავებული პირების ადგილმდებარეობის შესახებ. ადვოკატებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, მოინახულონ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები წინასწარი დაკავების იზოლატორში", - ნათქვამია საიას განცხადებაში. შეგახსენებთ, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში დღეს გამთენიისას, დაახლოებით, 06:00 საათზე შევიდა. საკრუიზო ლაინერის შესვლის გასაპროტესტებლად ბათუმის პორტთან აქცია დაიგეგმა და მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, რა დროსაც პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულის შემდეგ, ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა გოგებაშვილის ქუჩა გადაკეტეს და საკრუიზო ლაინერიდან რუსეთის მოქალაქეების გამოსაყვანად მისულ ავტობუსს პორტთან არ უშვებდნენ. მოგვიანებით კი, ASTORIA GRANDE-ს დატოვება რუსეთის მოქალაქეებმა მაინც შეძლეს. ისინი პორტის ტერიტორიიდან სპეციალური მიკროავტობუსის საშუალებით გაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პორტში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 23 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები. აღსანიშნავია, რომ ASTORIA GRANDE-მ საქართველოს ზღვისპირეთში ერთი მოგზაურობა უკვე მოაწყო. საკრუიზო ლაინერი, რომელმაც მოგზაურობა სოჭიდან დაიწყო, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისს შევიდა. აღნიშნულს თბილისსა და ბათუმში აქციები, სახელწოდებით "არა რუსიფიკაციას" მოჰყვა. ბათუმის პორტი ASTORIA GRANDE-მ იმავე დღეს საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)