|
2023-07-31 16:12:24, 617 ნახვა
საზოგადოება
მერია - მიცკევიჩის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები იწყება, რომლის ფარგლებშიც ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება
საბურთალოს რაიონის გამგეობა მიცკევიჩის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში, 19 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, ტროტუარი და პანდუსები. ასევე, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, პირველი აგვისტოდან მიცკევიჩის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. "კერძოდ, შეზღუდვა შეეხება ტანძიის ქუჩისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთიდან, გამრეკელისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს. აღნიშნულ ტერიტორიაზე დღის საათებში, გზის მხოლოდ ერთი მიმართულება ჩაიკეტება, ხოლო მეორე მხარეს მოძრაობა გახდება ორმხრივი. პირველ ეტაპზე შეიზღუდება ტანძიის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო გზის მარჯვენა მხარე, ხოლო მეორე ეტაპზე გამრეკელის ქუჩიდან ტანძიის ქუჩის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო გზის მარჯვენა მხარე. პერიოდულად, 00:00-დან 06:00 საათამდე, მიცკევიჩის ქუჩაზე გადაადგილება შეიზღუდება ორ ეტაპად - ტანძიის ქუჩიდან ტაშკენტის ქუჩის კვეთამდე და ტაშკენტის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. ტანძიის ქუჩიდან ტაშკენტის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთის ჩაკეტვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ყაზბეგისა და პეკინის გამზირების, ასევე, მიცკევიჩის, ტაშკენტის, ცაგარელისა და ბურძგლას ქუჩების გამოყენებით, ხოლო ტაშკენტის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთის შეზღუდვის პერიოდში მოძრაობა დასაშვები იქნება ყაზბეგისა და პეკინის გამზირების, საირმის, ტანძიის, მიცკევიჩისა და ტაშკენტის ქუჩების საშუალებით. საგზაო სამუშაოები სამი თვის განმავლობაში იწარმოებს, რაც საკომუნიკაციო და გაზის დაზიანებული ქსელების მოწესრიგებასაც ითვალისწინებს",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)