|
2023-07-31 15:31:25, 605 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - ჩინეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მომავალშიც ასე გაგრძელდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის სხვა წევრების ჩინეთის რესპუბლიკაში ვიზიტს ეხმიანება. ზარქუა დადებითად აფასებს და მადლობას უხდის მთავრობას ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტისთვის. „ჩვენი საზოგადოებისთვის სასიხარულოა, რომ ჩინეთთან ასეთი ღირსეული, ყოვლისმომცველი და საკმაოდ მნიშვნელოვანი ვიზიტი ჰქონდა ჩვენს მთავრობას ბატონი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, სადაც სტრატეგიული თანამშრომლობა ჯერ ითქვა, შემდეგ დაიდო და გახმოვანდა ის ხელშეკრულება, რომელიც ეხება საერთაშორისო ვაჭრობის თემებს ჩინეთთან, ეხება კულტურულ, საგანმანათლებლო მიმართულებებს და ერთი სიტყვით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთვის ჩინეთი, რომელიც ეკონომიკით მსოფლიოში მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, ასე გვერდში დაუდგება საქართველოს, კიდევ უფრო მეტად. მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ჩინეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს აქამდეც ასე იყო და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩინეთიდან ის ახალი ტექნოლოგიები, ახალი შესაძლებლობები, მათ შორის, ტრანზიტული ფუნქციის განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ბუნებრივია ეს დამატებით ფინანსურ რესურსსაც მისცემს ჩვენს ქვეყანას. ასე რომ, ცალსახად დადებითად უნდა შევაფასოთ და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერს, ჩვენს მთავრობას ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტისთვის ჩინეთში“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)