02:09 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-31 11:18:54, 603 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით თურქეთში პირველი ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

თურქეთის ქალაქ სინოპში მცხოვრები ქართველებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ქართული ლიტერატურით ინტერესდება, "თიბისის" მხარდაჭერით და ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით, ქართული წიგნების სივრცე გაიხსნა. 

თურქეთში კულტურულ-შემეცნებითი სივრცის გახსნის მიზანი მსურველთათვის სხვადასხვა ქართველი მწერლის შემოქმედების უფრო ფართოდ გაცნობა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მხარდაჭერაა. მკითხველს, ბიბლიოთეკის სივრცეში, თანამედროვე ქართველი მწერლების, სხვადასხვა ჟანრის პროზისა და პოეზიისა, აგრეთვე საბავშვო შემეცნებითი ლიტერატურის გაცნობის შესაძლებლობა ექნება. 

სინოპში ბიბლიოთეკის გახსნას წინ უძღოდა, ა.წ. 23 მაისს, თიბისისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმება, რომლის ფარგლებშიც, სამომავლოდ, ქართული ბიბლიოთეკების გახსნა, თურქეთის მსგავსად, სხვა ქვეყნებშიცაა დაგეგმილი. 

„თიბისისთვის" განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ხელი შევუწყოთ საქართველოსთან კავშირების გაძლიერების პროცესში. მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ახალ ეტაპზე გადავიდა და საზღვარგარეთ კიდევ ერთი ქართული კულტურულ-შემეცნებითი სივრცე გაჩნდა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში განათლების გავრცელებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს მარიამ თავბერიძე, "თიბისის" მარკეტინგისა და ბრენდის გამოცდილების ხელმძღვანელი.

"თიბისი" მომავალშიც გააგრძელებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და საინტერესო ინიციატივების შეთავაზებას. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics