18:26 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-30 12:40:00, 658 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლები კამპანიის ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, ანაკლიაში, ახალგაზრდულ ბანაკში შეხვედრებს განაგრძობენ

ანაკლიაში ახალგაზრდულ ბანაკს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი - გიორგი ოსაძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსი - ივანე კაციტაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესტუმრნენ.

ახალგაზრდებთან შეხვედრა კამპანია - ,,ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში განხორციელდა, სადაც სტუმრებმა 200-მდე ახალგაზრდას ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინების და მისი ზიანის, ძალადობის, ბულინგის, კიბერჰიგიენის, სამართალდამცავ უწყებასთან დროული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და დანაშაულის პრევენციის შესახებ.

შეხვედრაზე ყურადღება სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზეც გამახვილდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ახალგაზრდებთან შეხვედრის მიზანს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

ახალგაზრდული ბანაკი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ფუნქციონირებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics