|
2023-07-29 19:52:41, 791 ნახვა
საზოგადოება
სასტუმროებში თამბაქოს ყველა სახის პროდუქტის მოხმარება ერთნაირად იკრძალება
თამბაქოს კონტროლის ალიანსი განცხადებას ავრცელებს, სადაც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შესაბამისი კანონის მიხედვით, სასტუმროებში, როგორც დახურულ სივრცეში, თამბაქოს ყველა სახის პროდუქტის მოხმარება ერთნაირად იკრძალება და კანონით გათვალისწინებული სოლიდური ჯარიმები როგორც კლასიკური თამბაქოს ნაწარმის, ისე ელექტრონული სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს მოხმარების შემთხვევაში. "ცოტა ხნის წინ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, რესტორნებისა და სასტუმროების მცდარი ინფორმაციისგან დასაცავად, შიდა ინფორმაცია გავავრცელეთ. მოვუწოდებთ, არ ენდონ, თუ ვინმე შეეცდება დაარწმუნოს, რომ თამბაქოს კონტროლის კანონში შესული ცვლილების შედეგად, დახურულ სივრცეში ელექტრონული სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს მოწევაზე აკრძალვა გაუქმდა. კანონში არანაირი ცვლილება არ შესულა და არც იგეგმება. მოქმედი რეგულაციების თანახმად, დახურულ სივრცეში თანაბრად შეზღუდულია როგორც კლასიკური თამბაქოს ნაწარმის, ისე ელექტრონული სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს მოხმარება. თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის (სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება) დროს, მუდმივად სიურპრიზებს ვაწყდებით. ამჯერადაც, ივლისის თვეში, ტურისტულ ზონებში ახალი ტენდენცია გამოიკვეთა. თამბაქოს კომპანიების სახელით მოძრავი ჯგუფი ცდილობს, სასტუმროების ადმინისტრაციები მოწევის რეგულაციების გაბედულად დარღვევაში დაარწმუნოს (რესტორნებშიც იგივე ხდება). სთავაზობენ (შესაძლოა, გარკვეული სარგებლის სანაცვლოდაც), სასტუმროებმა თვალი დახუჭონ დახურულ სივრცეში ელექტრონული სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს მოხმარებაზე. ამის შემდეგ დემონსტრაციულად აბოლებენ ელექტრონულ სიგარეტს და გასახურებელ თამბაქოს და აღნიშნავენ, რომ დახურულ სივრცეში მათ გამოყენებას კანონი არ კრძალავს, რაც სიცრუეა და კანონდამრღვევს უზარმაზარი ჯარიმით დაზარალებისკენ უბიძგებს. ამიტომ. შევახსნებთ ნებისმიერ სასტუმროს, რომ თამბაქოს კონტროლის კანონით, აკრძალულია დახურულ სივრცეში თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოწევა. პირველ ჯერზე დარღვევა გამოიწვევს, კერძო პირის 100 ლარით დაჯარიმებას, კომპანია ( ამ შემთხვევაში სასტუმრო) თუ პირველად ჯარიმდება, 500 ლარის გადახდა დაეკისრება, განმეორების შემთხვევაში კერძო პირი 200 ლარს გადაიხდის, კომპანია კი 1000 ლარით დაჯარიმდება. ვთხოვთ სასტუმროებს, ნუ წამოეგებით საეჭვო პირების და ჯგუფების ანკესზე. თამბაქოს კონტროლის კანონი იოლად ხელმისაწვდომია და თუ მაინც ვერ შეძლებთ რეგულაციების მოძიებას, დეტალებისთვის ცხელ ხაზზე 11 60 01 ან 112 დაუკავშირდით," - აღნიშნულია განცხადებაში.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)