|
2023-07-29 14:27:18, 572 ნახვა
საზოგადოება
6 თვეში, ქართული ღვინო მსოფლიოს 11 ქვეყანაში 35 სხვადასხვა ღონისძიებაზე იყო წარდგენილი
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 6 თვეში, ქართული ღვინის მწარმოებელი სხვადასხვა კომპანიის, მცირე და საშუალო მარნის პროდუქცია წარდგენილი იყო აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, იაპონიაში, ნიდერლანდებში, ლატვიაში, ჩინეთში, პოლონეთში, დიდი ბრიტანეთში, სამხრეთ კორეასა და დანიაში. ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ ისეთ საერთაშორისო გამოფენებში, როგორიცაა: „VinExpo Paris“, „Foodex Japan“, „Vinexpo New York“, „ProWein“, „The 108th China Food & Drinks Fair“, ”London Wine Fair“, „Seoul Wine and Spirits Expo“ და სხვა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ჯამში, ქართული ღვინო წარდგენილი იყო 10 საერთაშორისო გამოფენაზე, 9 ფესტივალსა და 16 დეგუსტაციაზე. მსგავს გამოფენებში მონაწილეობით, ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარი პროდუქცია გააცნონ ღვინის პროფესიონალებს, იმპორტიორებს, სავაჭრო და სარესტორნო ქსელების წარმომადგენლებს, რაც ქართული ღვინით დაინტერესებისა და გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამისთვის 2023 წლის ბიუჯეტი 14 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2 მილიონი ლარით აღემატება 2022 წლის ბიუჯეტს. ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებად აღიარებულია ამერიკის შეერთებულ შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია. გარდა სტრატეგიული ბაზრებისა, ქართული ღვინო წარმოდგენილია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენებსა და დეგუსტაციებზე. ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, ღვინის გამოფენები, კონკურსები, ტურები და ფესტივალები იმართება საქართველოს მასშტაბითაც, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალის სრულად ათვისებისთვის და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ, 2023 წლიდან, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მხარდაჭერის ღონისძიებებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამა ჩაერთო. ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მარკეტინგილი ღონისძიებები ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიასა და სამხრეთ კორეაშია იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)