|
2023-07-29 12:31:34, 847 ნახვა
პოლიტიკა
რუსი ვარსკვლავები ბათუმში, კრუიზი რომელიც ბათუმში გაჩერდება არაერთი სანქცირებული პირია
31 ივლისს საკრუიზო გემი Astoria Grande კვლავ გამოვა სოჭიდან და ბათუმში გაჩერდება. ამჯერად საქართველოში უკრაინის ომისა და პუტინის მხარდამჭერი არტისტები აპირებენ ჩამოსვლას. გემი 29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით გაივლის მარშრუტს სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბული და ბოლოს ისევ სოჭში დაბრუნდება. ტურის ფარგლებში საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში 31 ივლისს გამთენიისას 6 საათზე შემოვა და მას შემდეგ, რაც მისი მგზავრები ქალაქს დაათვალიერებენ, დროს გაატარებენ, ბათუმს საღამოს 22 საათზე დატოვებს. საკრუიზო გემი 800-ზე მეტ რუს ჩამოიყვანს ბათუმში. მათ შორის იქნება უკრაინის მიერ სანქცირებული მიტია ფომინი. ფომინი უკრაინაში ომის აქტიური მხარდამჭერია, ის არაერთხელ გამოსულა პუტინის მხარდამჭერ კონცერტზე. 2022 წელს უკრაინამ ფომინს ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. მისი პოლიტიკის გამო, მას შესვლა ეკრძალება ლატვიაშიც. კრუიზზე ასევე იქნება ჯგუფი "ტესტოსტერონი", რომელიც ქართველი ძმების ანდრეი და ვალერი ბერბიჭაძეების მიერ არის დაფუძნებული, გემზე ორივე მათგანი იქნება. ძმები პუტინის მხარდამჭერები არიან. 27 ივლისს, ოლეგ გაზმანოვის შვილთან ერთად ისინი რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაორგანიზებულ კონცერტზე გამოდიოდნენ. კიდევ ერთი "ვარსკვლავი", რომელიც წარმოდგენილი იქნება კრუიზზე დიმიტრი კალდუნია. ის ბელორუსი მომღერალია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს. 2018 წელს კალდუნმა მასშტაბური კონცერტი დონეცკის არაღიარებულ რესპუბლიკაში გამართა. "ვარსკვლავური კრუიზი" საქართველოში 31 ივლისს დილის 6:00 საათზე გაჩერდება, შემდეგ კი თურქეთში წავა. სამოქალაქო აქტივისტები გეგმავენ, რომ რუსულ გემს ამჯერადაც აქციით დახვდნენ.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)