02:27 - 12 Jun, 2026
|
2023-07-28 19:23:14, 1429 ნახვა
ომი უკრაინაში
კატარი უკრაინას 100 მილიონ დოლარს გადასცემს
კატარი უკრაინას 100 მილიონ დოლარს გადასცემს, - ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჟასმინ ალ თანმა კიევში, უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან შეხვედრისას განაცხადა. უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, კატარის მხრიდან უკრაინისთვის გადაცემული თანხა ქვეყნის ინფრასტრუქტურის აღდგენას, ჯანმრთელობის, განათლების, სოციალური და ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებას მოხმარდება. "ჩვენ ვაფასებთ, რომ კიევს იმ დღეებში ეწვიეთ, როცა რუსეთი ნეო-კოლონისტურ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. თქვენი ვიზიტი ამ რთულ დროს, უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სიგნალი და მტკიცებულებაა იმისა, რომ თქვენი ქვეყანა სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას", - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)