|
2023-07-27 15:45:49, 1371 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა ICC-ის მოსამართლეზე, რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცა, ძებნა გამოაცხადა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლე ტომოკო აკანეზე, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა, რუსეთმა ძებნა გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ТАСС-ი ავრცელებს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსამართლე ტომოკო აკანე "რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით" იძებნება, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რომელი მუხლის დარღვევაში სდებენ მას ბრალს. „ტომოკო აკანე. იაპონელი. იძებნება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით“,- აღნიშნულია რუსეთის შსს-ს განცხადებაში. შეგახსენებთ, 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა. 20 მარტს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ICC-ის პროკურორის, კარიმ აჰმად ხანისა და მოსამართლეების როსარიო სალვატორე აიტალას, სერხიო გერარდო უგალდე გოდინესისა და ტომოკო აკანეს წინააღმდეგ. ამასთან, მაისში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კარიმ ხანსა და როსარიო აიტალას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს და ძებნილთა სიაში შეიყვანეს.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)