|
2023-07-27 12:04:32, 865 ნახვა
საზოგადოება
კოჯორში „ჯარის ბანაკი“ აქტიურად გრძელდება
კოჯორში „ჯარის ბანაკი“ აქტიურად გრძელდება. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია „ჯარის ბანაკის“ უკვე მეხუთე ნაკადს მასპინძლობს. აღნიშNულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, მოსწავლეებს დღის მანძილზე ჯერ თეორიული მეცადინეობები უტარდებათ, შემდეგ კი პრაქტიკულ ნაწილში ეჯიბრებიან ერთმანეთს. პირველადი სამედიცინო დახმარება, სახმელეთო ნავიგაცია, თვითგადარჩენა, საცეცხლე, სამთო და საინჟინრო მომზადება, ასევე გუნდურობა და ეფექტური კომუნიკაცია - ეს ის ჩამონათვალია, რომელიც „ჯარის ბანაკში“ ერთი კვირის განმავლობაში ისწავლება. „საღამოობით კი, „ჯარის ბანაკს“ თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის და ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები სტუმრობენ და ბავშვებთან საინტერესო შეხვედრებს აწყობენ. ამჯერად, სამხედრო ისტორიკოსმა გიორგი ბერიძემ და ქართული იარაღების მუზეუმის დამაარსებელმა დავით ნასარიძემ უფროსკლასელებს სამხედრო ისტორიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და უძველესი დროის უჩვეულო საბრძოლო იარაღები წარუდგინეს. საღამოს ბავშვებმა კოცონის ირგვლის გადაინაცვლეს და სერჟანტ-ინსტრუქტორებთან ერთად სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს. დაუვიწყარი თავგადასავლებით სავსე „ჯარის ბანაკი“ საქართველოს მასშტაბით ყველა იმ სკოლის უფროსკლასელებს უხსნის კარს, სადაც საგნები „თავდაცვა და უსაფრთხოება“ და „სამხედრო საქმე“ ისწავლება. „ჯარის ბანაკს“, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, ახორციელებს ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ისახავს მიზნად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)