02:27 - 12 Jun, 2026
|
2023-07-27 10:38:33, 1435 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურა დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურა დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ოდესის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს. მისი თქმით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი. "ღამით მტერმა სარაკეტო შეტევა განახორციელა ოდესის რეგიონის პორტის ინფრასტრუქტურაზე. პორტის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაში დარტყმის შედეგად თანამშრომელი დაიღუპა. დაზიანებულია ერთ-ერთი სატვირთო ტერმინალის საწარმოო ტექნიკა",- განაცხადა კიპერმა. მისივე თქმით, რუსეთმა შავი ზღვის წყალქვეშა ნავიდან "კალიბრის" ტიპის რაკეტები გაუშვა. "კალიბრის“ ტიპის რაკეტები შავი ზღვის აკვატორიიდან, წყალქვეშა ნავიდან, კრიტიკულად დაბალ სიმაღლეზე იქნა გაშვებული, რამაც მათი აღმოჩენის პროცესი გაართულა",- დასძინა კიპერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)