|
2023-07-26 15:02:43, 960 ნახვა
საზოგადოება
მაღალმთიან აჭარაში ტყის იშვიათი სახეობების შესწავლა მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროექტის „საქართველოს ტყის იშვიათი და რელიქტური სახეობების შესწავლა და ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა“ ფარგლებში, მაღალმთიან აჭარაში, სამეცნიერო ექსპედიციის წევრები მუშაობენ. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, სპეციალისტები საქართველოს ტყის იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების ლოკაციების დაზუსტებას და აღწერას ახორციელებენ. "პროექტი 4 რელიქტური სახეობის, ჰართვისის მუხის (კოლხური მუხა, Quercus hartwissiana Steven.), პონტოს მუხის (Quercus pontica K.Koch.), რცხილფოთოლა ძელქვას (კავკასიური ძელქვა, Zelkova carpinifolia (Pall.) K.Koch.) და ლაფანის (Pterocarya pterocarpa (Michx) Kunth.) ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნას, ex-situ კონსერვაციას, მოლეკულურ-გენეტიკური და მოფომეტრიული კვლევების ჩატარებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში იგეგმება საკვლევი სახეობების შესახებ არსებული ინფორმაციის განახლება, GIS-ში გავრცელების ამსახველი გეორეფერენსირებული თემატური რუკების შექმნა, in-situ სათესლე უბნების დადგენა, აღნიშნული სახეობების თესლის დამუშავება სტანდარტების შესაბამისად და თესლთა ბანკში შენახვა (ex-situ), მუხების ორი საკვლევი სახეობის ფოთლების მორფომეტრიული აღწერებისა და მოლეკულურ-გენეტიკური კვლევის ჩატარება მათი ტაქსონომიური სტატუსის დასაზუსტებლად. პროექტი ასევე ითვალისწინებს აქამდე შესწავლილი 14 სახეობისა და აღნიშნული 4 სახეობის მასალებზე ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნას ქართულ-ინგლისურ ენებზე. პროექტი, ავსტრიის ტყეების კვლევის ცენტრის (BFW) სილვაკულტურის, ტყის ზრდისა და გენეტიკის დეპარტამენტის, გენომის კვლევის განყოფილების უფროსის კონსულტაციით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)