|
2023-07-26 13:24:00, 867 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა პროფესიული დღე აღნიშნეს
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა პროფესიული დღე აღნიშნეს და საქმიანობის შედეგები შეაჯამეს. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა, რატი ბრეგაძემ და იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს" თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს. "ღონისძიებაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლადო ხელაძემ წარადგინა უწყების პრიორიტეტები და სააგენტოს განვითარების ძირითადი მიმართულებები, რაც ითვალისწინებს ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვას, დანაშაულის პრევენციის მიმართულების გაძლიერებას, ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობას, ინფრასტრუქტურულ განახლებასა და ბენეფიციარების საჭირო სერვისებით უზრუნველყოფას. ბოლო ორი წლის განმავლობაში შეიქმნა პირველი ქართული ინოვაციური მოწყობილობა „Probbox" – პრობაციონერთა მომსახურების ელექტრონული სისტემა; გაძლიერდა ადამიანური რესურსი; შემუშავდა პრობაციის ოფიცერთა ეთიკის კოდექსი; დაინერგა ახალი სარეაბილიტაციო პროგრამა მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით; შინაპატიმრობის ეფექტიანი აღსრულების მიზნით შეიქმნა მობილური და 24-საათიანი ელექტრონული მონიტორინგის ჯგუფები; მიმდინარეობს ოთხი ახალი პროგრამა მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით, რაც ბენეფიციართა დასაქმების ხელშეწყობასაც ითვალისწინებს. დაწყებულია პრობაციის კოდექსის პროექტზე მუშაობა, რომელიც მოაწესრიგებს არასრულწლოვანთა რეფერირების, აღდგენითი მართლმსაჯულების, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის და პრობაციის მიმართულებებს მალე ამოქმედდება პრობაციის ოფიცრის ინსტიტუტი, რაც მსჯავრდებულთა რეაბილიტაციას და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრმა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს კურატორმა მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა, მადლობა გადაუხადეს და დააჯილდოვეს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები კეთილსინდისიერი სამსახურისა და დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხოლო მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ღონისძიების ბოლოს აჩვენეს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების მიერ შექმნილი ანიმაციური ვიდეორგოლი „მხატვარი კატოს ამბავი". ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, საკანონმდებლო, აღმასრულებელი, პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)