|
2023-07-26 12:03:05, 681 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ხიდაშელისთვის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ტერიტორიის გადაცემის საკითხს იკვლევენ
ოპოზიციონერი დეპუტატების, თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძისა და თეონა აქუბარდიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს 49 წლის ვადით, 11 ლარად გადასცა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში ტერიტორია, რომლის საერთო მასშტაბიც 104 712 კვ. მ-ია. როგორც დეპუტატებმა პარლამენტში ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვეს, იწყებენ აღნიშნული საქმის შესწავლას, რადგან რამდენიმე პრობლემური საკითხი გამოკვეთა. „წინა დღეებში, მე, ხათუნა სამნიძე და თეონა აქუბარდია ვიმყოფებოდით რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე და ვათვალიერებდით იმ ტერიტორიებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გადასცა რუსი ოლიგარქების გავლენის ქვეშ მყოფ კომპანიებს 49 წლით სამართავად. ტერიტორიის მასშტაბი არის 104 712 კვ. მ - ეს არის საქართველოს ტერიტორიის 1.4%. ეს ტერიტორიები გადაეცა ხიდაშელს, რომელსაც კარგად იცნობენ საქართველოს მოქალაქეები, როგორც დავით გარეჯის კონფლიქტის ინიციატორს და შემოქმედს. ასევე, არასანდო პარტნიორს იმიტომ, რომ მან ახტალაში იყიდა ინვესტიციების განხორციელების მიზნით სასტუმრო და ეს ვალდებულებები არ შეუსრულებია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთი სამართლებრივი დავა არის სასამართლოშიც და პროკურატურაშიც, თუმცა, დავით ხიდაშელი არის ხელშეუხებელი ადამიანი და არცერთი საკითხი წინ არ დაძრულა იმიტომ, რომ დავობენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაჭაში, ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მიწების, ტყეების, იქაური მცხოვრებლების ინტერესების ხელყოფა რუსი ბიზნესმენების ინტერესების ხარჯზე, ეს არის ქვეყნის მტრობა და ღალატი. მე რამდენიმე საკითხს გავუსვამ ხაზს - პირველი - ღალატი გამოიხატება იმაში, რომ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი მზად იყო, მთელი რაჭის ტერიტორია ერთ კვ. მეტრში 45$- აეღო საკუთარი პასუხისმგებლობით და ეს ტერიტორიები თავისი ეკოსისტემებით დაეცვა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ რუს ბიზნესმენს, ხიდაშელს 11 ლარად გადასცა. თუნდაც ამით ჩანს პრიორიტეტები და ის, რომ არ აინტერესებს საქართველოს მოქალაქეების ინტერესები ხელისუფლებას... ჩვენ ამ საკითხის შესწავლას ვიწყებთ იმიტომ, რომ საგანგაშო ვითარებაა. გამოიკვეთა სამი საკითხი: პირველი - ამ ტერიტორიის გადაცემისას არ გამოიკვეთა, რომ რამე სახის შესწავლა ხდებოდა რუსების საზღვარზე მდებარე ტერიტორიის გადაცემისას უსაფრთხოების თვალსაზრისით; მეორე - არ მომხდარა მოსახლეობის ინფორმირება მათი საკუთრების უფლებების გათვალისწინება-ლიცენზიის გაცემისას და დღეს ეს ადამიანები დაობენ; მესამე - აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული გარემოსდაცვითი საკითხები. და ბოლოს, ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ სახელმწიფო არ იძლევა ზუსტ ტერიტორიებს, სად გადის ხიდაშელის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების საზღვარი. ჩვენ ეს კოორდინატები არ გვაქვს“,- განაცხადა კორძაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)