|
2023-07-26 12:10:54, 798 ნახვა
საზოგადოება
აღმაშენებლის გამზირზე განთავსებული ღია კაფეების მესაკუთრეებს თბილისის მერია სანებართვო დოკუმენტების მოწესრიგებას სთხოვს
აღმაშენებლის გამზირზე, რომელიც აღმაშენებლის გამზირისა და ჭოროხის ქუჩის კვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთს მოიცავს, 40-მდე ღია კაფე ყოველგვარი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ფუნქციონირებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა განაცხადა. კალაძის თქმით, კაფეების ქაოტური განლაგება ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებისას პრობლემას უქმნის. „თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე არსებულ საფეხმავლო მონაკვეთზე, ჭოროხის ქუჩის კვეთიდან ზაარბრუკენის მოედნამდე, ყოველგვარი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებულია 40-მდე ღია კაფე. ქაოტურად განთავსებული ღია კაფეები გადაადგილებისას პრობლემას უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ზოგადად, ამ ქუჩაზე მოსიარულეებს. ბიზნესს რატომ უნდა შევუშალოთ ხელი ან რატომ უნდა შევეწინააღმდეგოთ, მაგრამ ეს დამოკიდებულება და ამგვარი მიდგომები კატეგორიულად მიუღებელია. თქვენ იცით, რომ დავით ნარმანიას მერობის პერიოდში ეს სივრცე რეაბილიტირდა და ერთი სიამოვნება იყო აქ გასეირნება. დღეს ვხედავთ გარე კაფეებს, რომლებიც ყოველგვარი ნებართვების გარეშე ფუნქციონირებს. ჩვენ გვახსოვს პანდემიის პერიოდი, როდესაც ყველანაირად გვერდში დაგიდექით და მხარი დაგიჭირეთ, რომ აღნიშნული სივრცეები გარეთ მოგეწყოთ, რადგან დახურულ სივრცეში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებდა. იმისთვის, რომ თქვენს ბიზნესს, თქვენ, იქ დასაქმებულ ადამიანებს არ შექმნოდა პრობლემა, მოგეცით საშუალება, რომ გარე სივრცეები გამოგეყენებინათ, თუმცა ძალიან მძიმე მდგომარეობაა როგორც ვიზუალური, ასევე გადაადგილების თვალსაზრისით - იმდენად არის გამოწეული ორივე მხარეს, რომ გავლა შეუძლებელია, სახანძრო ან სასწრაფო დახმარების საჭიროების დროს, შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ მეგობრებო“, - განაცხადა კალაძემ. მისი თქმით, აღნიშნული ობიექტების მესაკუთრეებს ეძლევათ ვადა, მოაწესრიგონ როგორც დოკუმენტაცია, ასევე ვიზუალური მხარე. „თქვენ გეძლევათ ვადა, რომ ჩვენს შესაბამის სამსახურებთან შეათანხმოთ როგორც ვიზუალური მხარე, ასევე ნებართვები, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს რეაგირება და მუნიციპალური ინსპექცია იქნება ჩართული სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად. გაქვთ დრო იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს. რა თქმა უნდა, ვიზუალურ მხარესაც აქვს მნიშვნელობა. ეს ყველაფერი პირველ რიგში თქვენთვის არის მნიშვნელოვანი და ქალაქისთვისაც. არავინ არაფერში გზღუდავთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კანონის ფარგლებში. ბიზნესის კეთება არ უნდა მოხდეს ქალაქის იერსახის დამახინჯების ან იქ მცხოვრები ადამიანების უფლებების შეზღუდვის ხარჯზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ მდგომარეობა უცვლელი დარჩება, მუნიციპალური ინსპექცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)