|
2023-07-25 13:17:50, 605 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - როდესაც პოლიტიკოსი ფულს იღებ იმაში, რომ კონკრეტული პოზიცია დაიჭირო, ძალიან მძიმე ფაქტია
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ყველა პოლიტიკოსი თავად წყვეტს, ვისთან და რა ფორმით გაერთიანდება, თუმცა, "როდესაც ეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ კეთდება, უმძიმესი სანახავია". კალაძემ ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობაში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. „ნებისმიერი ადამიანის გადასაწყვეტია, ვისთან, როგორ, რა ფორმით გაერთიანდება, თუმცა, როდესაც ფულს იღებ იმისთვის, რომ რაღაც პოზიცია დაიჭირო, ძალიან მძიმე ფაქტია, მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკოსი გქვია. რა თქმა უნდა, შეიძლება გქონდეს განსხვავებული მოსაზრება, პრინციპები, რაღაცის გჯეროდეს, მაგრამ როცა ამას ფულის გამო აკეთებ და განცხადებებში თეთრზე შავს ამტკიცებ, ეს არის უმძიმესი. სამწუხაროა და ძალიან ცუდია, რომ დღევანდელ პოლიტიკაში ასეთი ადამიანები არიან, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საზოგადოება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყველას შესაბამის პასუხს გასცემს, როდესაც ამის დრო მოვა და საჭიროება დადგება“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს შესაძლო გაერთიანებაზე საუბრობენ, რეალურად ერთი გუნდის წევრები არიან და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იმართებიან. „არ ვიცი, მომავალი არჩევნებისთვის ვინ ვისთან გაერთიანდება. სახელს და გვარებს, რომელთაც თქვენ მისახელებთ, არანაირი გაერთიანება არ სჭირდება - ფაქტობრივად, ერთი გუნდის წევრები არიან და „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ. არ ვიცი, რა მორალზეა ზოგადად საუბარი, როდესაც ამას ფულის გამო აკეთებ, არ აქვს მნიშვნელობა, რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი. არ ვიცი, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ვინ, როგორ, რა ფორმით იასპარეზებს არჩევნებზე, მაგრამ ერთი რამ ცხადია - ამ ადამიანებს ჰყავთ ერთი პატრონი, ერთიანად იმართებიან და ერთი ხერხემალი აქვთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)