|
2023-07-25 11:30:00, 672 ნახვა
პოლიტიკა
მათიკაშვილი დეგნანზე - ხარ ქვეყანაში ელჩი, ამ ქვეყანას ეხება მნიშვნელოვანი დოკუმენტი და ამას არ იცნობ - არავინ დაიჯერებს
როგორ წარმოგიდგენიათ, ხარ კონკრეტულ ქვეყანაში დანიშნული ელჩი, ამ ქვეყანას ეხება საკითხები, რომელსაც შენი წარმდგენი ქვეყნის იუსტიციის სამინისტრო აქვეყნებს, ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს და ამას არ იცნობ. ეს არის საკითხი, რომელსაც არავინ დაიჯერებს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მათიკაშვილის თქმით, ასევე, "ძალიან მნიშვნელოვანია საელჩოს თანამშრომლის საკითხიც". „როგორ წარმოგიდგენიათ დიპლომატიურ სივრცეში, ხარ კონკრეტულ ქვეყანაში დანიშნული ელჩი, ამ ქვეყანას ეხება საკითხები, რომელსაც შენი წარმდგენი ქვეყნის იუსტიციის სამინისტრო აქვეყნებს, ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს და ამას არ იცნობ. ეს არის საკითხი, რომელსაც არავინ დაიჯერებს. განმცხადებლის სინდისზე იყოს ეს ყველაფერი, რამდენად გულწრფელი იყო. ჩემი კოლეგების ზოგიერთ ემოციურ "პოსტებს" კითხულობს და მასზე აქვს რეაქცია და რეაგირება და როგორ დავიჯერო, რომ შეერთებული შტატების ასეთ ვრცელ დოკუმენტებს არ ეცნობა, სადაც საქართველოზეა საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია საელჩოს თანამშრომლის საკითხი. როგორ წარმოგიდგენიათ ასეთი მოცემულობა, რომ ორ არასახელისუფლებო მხარეს შორის იდება რაღაც ხელშეკრულება, ამ შემთხვევაში საუბარია სააკაშვილის ოჯახზე და იმ კომპანიებზე და ხელშეკრულებაში მითითებულია ოფიციალური პირის სახელი და გვარი. მისი ინფორმირების გარეშე ამ პირის სახელს და გვარს ეს დოკუმენტი წესით არ უნდა შეიცავდეს, ფაქტია, რომ ეს ასეა. თუკი, ოფიციალურმა პირმა იცის ეს საკითხი, აქედან ძალიან მარტივად ვაკეთებთ ლოგიკურ დასკვნას, რომ მისმა წარმომადგენლობის ხელმძღვანელმაც, ფაქტია, უნდა იცოდეს ეს საკითხი. სწორედ აქ შემოდის ის სამწუხარო რეალობა, სადაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ გარკვეული ძალები, მეტ კონკრეტიკას თავი დავანებოთ და ისევ ასე მოვიხსენიოთ, გლობალური ძალა, რომელსაც სურს საქართველო ჩაითრიოს ომში, ამ სიტუაციაში, სამწუხაროდ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლობის თანამშრომელია გარეული“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა POSTV-ის ეთერში.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)