|
2023-07-25 11:11:31, 749 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მარგველაშვილმა თქვა, 10 500 დოლარად როგორ გავიყიდებოდიო - ანუ გაყიდვა დაუშვა
როდესაც მას უთხრეს, რომ 10 500 დოლარი ჰქონდა აღებული სააკაშვილის ქომაგობაში, მან ერთადერთი ასეთი რაღაცა თქვა, რომ 10 500 დოლარად როგორ გავიყიდებოდიო - ანუ გაყიდვა დაუშვა,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. კობახიძის შეფასებით, "ასეთი ადამიანები" ქართულ პოლიტიკურ კულტურას არ შეესაბამებიან. „მარგველაშვილი რაც არის და ვინც არის ყველამ ძალიან კარგად იცის. როდესაც მას უთხრეს, რომ 10 500, თუ რამდენი იყო, დოლარი ჰქონდა აღებული სააკაშვილის ქომაგობაში, მან ერთადერთი ასეთი რაღაცა თქვა, რომ 10 500 დოლარად როგორ გავიყიდებოდიო. ანუ, გაყიდვა დაუშვა. აქედან ჩანს მისი სახე, ასეთი ადამიანები არ შეიძლება იყვნენ ქართულ პოლიტიკაში, ასეთი ადამიანები არ შეესაბამება ქართულ პოლიტიკურ კულტურას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, გუშინ, 24 ივლისს თანხის აღების შესახებ ინფორმაციას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა და მას "ბინძური ტყუილი" უწოდა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)