|
2023-07-24 16:13:07, 803 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე დეგნანზე - არადამაჯერებელი და წარმოუდგენელია ის, რომ ელჩმა არ იცოდა, მისი თანამშრომელი რას აკეთებდა
ძალიან ცუდია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოში ან იცნობს ამ დოკუმენტს და სიმართლეს არ ამბობს, ან მართლაც არ იცის, რომ მის თანამშრომელთან დაკავშირებით იყო ისეთი ჩართულობის ფაქტი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, "მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელზე ვსაუბრობთ, არადამაჯერებელი და წარმოუდგენელია ის, რომ ელჩმა არ იცოდა, მისი თანამშრომელი რას აკეთებდა". „არ მინდა, ჩვენს ურთიერთობებს რამე ზიანი მივაყენო ჩემი რომელიმე ფრაზით, სიტყვით, წინადადებით ან კომენტარით ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, ძალიან ცუდია ის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოში ან იცნობს ამ დოკუმენტს და სიმართლეს არ ამბობს, ან მართლაც არ იცის, რომ მის თანამშრომელთან დაკავშირებით იყო ისეთი ჩართულობის ფაქტი. თუ მან არ იცის, რომ მისი თანამშრომელი იყო ჩართული ამაში და FARA-სგან შეიტყო ახლა უკვე, იმიტომ, რომ იმედია, ამდენი ხანი გაეცნობოდა ქალბატონი კელი ამას, ამ შემთხვევაში წარმოუდგენელია. მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელზე ვსაუბრობთ ამ ქვეყანაში, არადამაჯერებელი და წარმოუდგენელიც შეიძლება დავარქვათ, რომ მისი თანამშრომელი რას აკეთებდა, არ იცოდა. თუ სიმართლე არ არის ის, რომ არ იცნობს, ეს ცუდია, თუ ჩართული იყო და არ იცის, ესეც ცუდია, თუ იცის და ხელს უწყობდა ესეც ცუდია, სამწუხაროდ, ჩვენ გვიწევს ასეთი შეიძლება მოზომილი, მაგრამ მაინც განცხადების გაკეთება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)