|
2023-07-24 15:54:33, 915 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - მარგველაშვილის მდაბიო ტყუილი და მისი დისტრიბუცია საერთაშორისო მედიაში 11 500$-ით დაფინანსდა
მარგველაშვილის მდაბიო ტყუილი და მისი დისტრიბუცია საერთაშორისო მედიაში დაფინანსდა 11 500$-ით და წარმოიდგინეთ რამხელა ფული სჭირდება იმ კამპანიას, რომელიც წარმოებს საქართველოს წინააღმდეგ,- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "ამ ყველაფერს მხარს და ზურგს გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები უმაგრებენ". „მხოლოდ იმაში, რომ ერთდღიანი რაღაც პეტიცია და კოალიცია შექმნა მარგველაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლის დასახსნელად თუ რაღაც სათაური რომ იყო ხომ გახსოვთ, აი ამ ნიუსის, ერთსაათიანი ტყუილის გავრცელებაში 11 500$-ია გადახდილი. ანუ მარგველაშვილის მხარდაჭერა ამ თანხით იყო ერთი "ფეიკის" გავრცელებაში და თქვენ წარმოიდგინეთ მთლიან კამპანიას რამხელა ფინანსები სჭირდება, რომლის ფორმალიზებაც არ მომხდარა. როგორც ჩანს, ფულის გადახდა ხელშეკრულებაში ამის გაწერის გარეშე ვერ მოხდებოდა, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, ამერიკაში მოქმედი „რუსული კანონის“ თანახმად, რომ მარგველაშვილის მდაბიო, ერთსაათიანი ტყუილი და მისი დისტრიბუცია საერთაშორისო მედიაში დაფინანსდა 11 500$-ით. ერთსაათიანი ტყუილი და თქვენ წარმოიდგინეთ რამხელა ფული სჭირდება იმ კამპანიას, რომელიც წარმოებს საქართველოს წინააღმდეგ და მარტო ფული ამას არ ჰყოფნის. ამას მხარს და ზურგს უმაგრებენ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)