|
2023-07-23 13:43:27, 1082 ნახვა
პოლიტიკა
ცაგარეიშვილი ოპოზიციაზე - უკეთურობაა, როცა შენს ქვეყანას ებრძვი, აფერხებ ევროპული ინტეგრაციის გზაზე
უკეთურობაა, როცა შენს ქვეყანას ებრძვი, როცა აფერხებ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, როცა მტრის ხატს ქმნი ქვეყნის ფარგლებს გარეთ შენი სამშობლოსგან - ესაა უკეთური საქმე,- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას. მისი თქმით, "ძალიან ბევრი, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციაა ჩართული ამ უკეთური საქმის კეთებაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სხვა მოავაზაკო ტიპის პარტიებთან". როგორც გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, "სწორედ ამ მიზნით ჩააგდეს კანონი, რომ სახელმწიფოს უფრო ღრმად არ ჩაეხედა ამ საქმეებში". „რა თქმა უნდა, შეხვდებოდა ამგვარ კანონს გააფთრებული წინააღმდეგობა, სწორედ ამ მიზნისთვის ჩააგდეს ეს კანონი, რომ სახელმწიფოს უფრო ღრმად არ ჩაეხედა ამ საქმეებში და ამ უკეთურობის და ბიუჯეტების პროცესი ყოფილიყო გაუმჭვირვალე. ნურავის მოხვდება ყურში, მაგრამ ძალიან ბევრი, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართულია გაშმაგებით ამ უკეთური საქმის კეთებაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სხვა მოავაზაკო ტიპის პარტიებთან და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ისინი ერთმანეთს. გარწმუნებთ, იქიდანაც გამოჩნდება ბევრი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 2024 წლამდე. აქ ხომ უნდოდათ მთავრობის დაკომპლექტება, ტრიბუნაზეც იყვნენ ამხედრებულები და პორთფელებიც გადაინაწილეს ბატონებმა და ქალბატონებმა, არსად წასულა ეს სურვილი. ასე რომ, ასეთი ვნებების დაკმაყოფილების გამო იყო ეს კანონი ჩაგდებული“,- განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)