|
2023-07-23 11:15:54, 1078 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - ნულოვანი ბარიერი იყო შუალედური, რომ დავხმარებოდით ოპოზიციას განვითარებაში - მათ ეს დახმარება გაიგეს ისე, რომ „ოცნება“ რევოლუციური გზით უნდა გამოიყვანონ პარლამენტიდან
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ, ნულოვანი ბარიერის 5%-მდე გაზრდის მიზეზებზე საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა. თალაკვაძის განცხადებით, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების მიზანია, ქვეყანაში საქმიანი, სერიოზული პარტიების და ინსტიტუციების ჩამოყალიბება, რის საშუალებასაც ნულოვანი ბარიერი არ იძლევა. მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების დასახმარებლად შემოღებული ნულოვანი ბარიერი, ხელისუფლების ოპონენტებმა განვითარებისთვის ვერ გამოიყენეს და მთელი დროის მანძილზე ცდილობდნენ „ქართული ოცნება“ რევოლუციური გზებით გამოეყვანათ პარლამენტიდან. „ჩვენ გააზრებულად მივიღეთ ევროპული კონსტიტუცია. ეროვნულ პრინციპებზეა ჩვენი კონსტიტუცია დაფუძნებული, მაგრამ დემოკრატიის და ელექტორალური თვალსაზრისით აბსოლუტურად ევროპულ მოდელს ვიზიარებთ, ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ როდესმე ამ ქვეყანაში უნდა მოხდეს სერიოზული, საქმიანი, სანდო პოლიტიკური პარტიების და ინსტიტუციების ჩამოყალიბება და ეს ნულოვანი ბარიერით ვერ მოხდება. ნულოვანი ბარიერი იყო შუალედური, რომ დავხმარებოდით ოპოზიციას განვითარებაში. მათ ეს დახმარება სხვანაირად გაიგეს, გაიგეს ისე, რომ უნდა დაირაზმონ და "ქართული ოცნება" როგორმე არა არჩევნების, არამედ რევოლუციური გზით უნდა გამოიყვანონ პარლამენტიდან და აგერ, უკვე მოადგათ ახალი არჩევნები კარს. რადგან ის დრო გაფლანგეს და ის დაფინანსებაც მე არ ვიცი, რაში გამოიყენეს, ალბათ, თვითონ იციან, ახლა აღმოჩნდნენ ძალიან მწირი არჩევანის წინაშე. შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი არჩევანი აქვთ: თუ არ გაერთიანდნენ, ვაშაძე თუ არ დაბრუნდა თავის პარტიაში, დარჩებიან პარლამენტის მიღმა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)