00:22 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-22 15:53:17, 987 ნახვა

პოლიტიკა
მათიკაშვილი - საზოგადოებამ განსაჯოს რამდენად რელევანტურია, როდესაც ქალბატონი ელჩი ასე დაკვირვებით კითხულობს პარლამენტის წევრების სტატუსებს

საზოგადოებამ განსაჯოს რამდენად რელევანტურია, როდესაც ქალბატონი ელჩი ასე დაკვირვებით კითხულობს პარლამენტის წევრების სტატუსებს და არ კითხულობს FARA-ს მასალას, რომლითაც ცნობილი გახდა როგორი შეთქმულება მზადდებოდა საქართველოს წინააღმდეგ,- ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების შესახებ, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას.

მათიკაშვილის განცხადებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ კელი დეგნანმა კითხვაზე პასუხის გაცემას თავი აარიდა.

„საზოგადოებამ თვითონ განსაჯოს რამდენად რელევანტურია და არის თუ არა ღიმილის მომგვრელი ის მოცემულობა, როდესაც ქალბატონი ელჩი ხანდახან ასე დაკვირვებით კითხულობს ზოგიერთი ჩვენი კოლეგის, პარლამენტის წევრების ემოციურ სტატუსებს, მათზე რეაგირება და რეაქცია აქვს და არ კითხულობს აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მასალას, ფარას სისტემას ვგულისხმობ, ეგრეთ წოდებულს, ქალბატონი ელჩის მიერ რუსულ კანონად მონათლულ კანონს, რომელიც აშშ-ში მოქმედებს და სწორედ ამ კანონის და ამ ჩანაწერების საფუძველზე გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის, როგორი შეთქმულება მზადდებოდა და ხორციელდებოდა საქართველოს წინააღმდეგ, როგორ იყო ამ ვერაგულ და მტრულ ქმედებებში ჩართული სააკაშვილის ოჯახი და რა თქმა უნდა „ნაცმოძრაობა“ და მათი დავალებების მიმცემები საქართველოს ფარგლებს გარეთ. ერთიანობაში ეს ყველაფერი ქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, რომ კითხვებზე პასუხის გაცემას აარიდა ქალბატონმა ელჩმა თავი და თითქოს თავი იმართლა ამ სიტუაციაში, არადა საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics