20:43 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-21 12:26:50, 1056 ნახვა

საზოგადოება
შეხვედრა „თიბისი კონცეპტში“ კურატორ მარიამ შერგელაშვილთან

თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცე, 22 ივლისს 17:00 საათზე,  გამოფენის „ფიქრის ტრაექტორია” ფარგლებში უმასპინძლებს შეხვედრას კურატორ მარიამ შერგელაშვილთან.

შეხვედრაზე  მარიამი განიხილავს გამოფენის კონცეფციის განვითარების კვლევით პროცესს. ასევე, ისაუბრებს ვიზუალური სემიოტიკისა და ფილოსოფიის  იმ მიმართულებებზე, რომლებიც ურთიერთკავშირშია გამოფენის მონაწილე ხელოვანების ნამუშევრებთან.

მარიამ შერგელაშვილი ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მაგისტრია, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. როგორც დამოუკიდებელი მკვლევარი, იგი თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან. 2017 წლიდან მუშაობს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში გამოფენის პროექტების კურატორად. მისი კვლევის ინტერესია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა პრაქტიკის ანალიზი. მარიამი აქტიურად მუშაობს არაფორმალური საგანმანათლებლო პლატფორმების განვითარებაზე მუზეუმებთან და სხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობით კურატორული და თეორიული პრაქტიკის შესწავლით. იგი ორგანიზებას უწევს და კოორდინირებს სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას, გამოფენებს, სემინარებსა და ლექციებს.

შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge -ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ შეხვედრაზე დასწრებას.

მისამართი: „თიბისი კონცეპტი“, კ. მარჯანიშვილის #7.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics