|
2023-07-20 14:21:46, 849 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე - ბელადომანია საქართველოში არის დამთავრებული და ეს უნდა გაითვალისწინონ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა
„ნაცმოძრაობის" ცოდვილობა საზოგადოებამ ყველა არჩევნებზე იხილა - ბელადომანია საქართველოში არის დამთავრებული და ეს უნდა გაითვალისწინონ ამ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. ბრეგაძის თქმით, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია კრახით დასრულდება. "სწორედ ევროპული ღირებულებაა სამართლებრივი სახელმწიფო და კანონის უზენაესობა. მათ კარგად უნდა გაითვალისწინონ ის, რომ შესაძლოა, მათ ნახონ გარკვეული მოკავშირეები როგორც ევროპაში, ასევე სხვა კონტინენტზე, მაგრამ დაასრულებენ ისეთივე კრახით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას, როგორი კრახითაც სულ ცოტა ხნის წინ დაასრულეს. ნებისმიერ არჩევნებზე საზოგადოებამ კარგად იხილა „ნაცმოძრაობის" ცოდვილობა, თუ არ ვცდები 8, თუ 9 არჩევნებში მათ ვერაფერი შეძლეს იმიტომ, რომ მათ არღა აქვთ საქართველოს მოსახლეობის ნდობა. ბელადომანია საქართველოში არის დამთავრებული და ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინონ მართლაც რომ ამ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა",- განაცხადა ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE".
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)