00:10 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-20 13:31:51, 1489 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - აჭარის 2023 წლის ბიუჯეტი პირველად გადააჭარბებს 600 მლნ ლარს - პრაქტიკულად გავაორმაგეთ რესპუბლიკის ბიუჯეტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კორექტირებული 2023 წლის ბიუჯეტი პირველად  გადააჭარბებს 600 მლნ. ლარს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე რესპუბლიკის ბიუჯეტის ზრდის ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ბიუჯეტის ზრდა იმ ეკონომიკური დადებითი ტენდენციების, ტურიზმისა და ბიზნესის ნდობის და აქტივობის დამსახურებაა, რომელიც არის როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში.

მისი თქმით, წინა წლებთან შედარებით უკვე 2025 წლისთვის რეგიონის რესპუბლიკური ნაერთი ბიუჯეტი არანაკლებ მილიარდი ლარი იქნება.

რიჟვაძის განცხადებით, 2023 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი, ცვლილებების შემდეგ, იზრდება და  600 549 400 ლარს შეადგენს.

„მინდა აღვნიშნო, რომ  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარვადგენთ  კორექტირებულ 2023 წლის ბიუჯეტს და ის პირველად  გადააჭარბებს 600 მლნ. ლარს. რაც ნიშნავს, რომ ჩვენ პრაქტიკულად გავაორმაგეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი, რაც მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო მეტი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამა განვახორციელოთ, კიდევ უფრო მეტი სკოლა ავაშენოთ, კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას დავუფინანსოთ სწავლა, კიდევ უფრო მეტი გზა დავაგოთ და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ რეგიონის განვითარებაზე და რეგიონის თითოეულ მაცხოვრებელზე, მათ კეთილდღეობაზე", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე.

აჭარის 2023 წლის ბიუჯეტის კორექტირების ფარგლებში 32 მლნ ლარზე მეტით იზრდება მუნიციპალიტეტზე გადასაცემი ტრანსფერების მოცულობა და შეადგენს 150 მლნ ლარს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics