|
2023-07-20 12:18:23, 1017 ნახვა
პოლიტიკა
ნაცვლიშვილი ღარიბაშვილზე - „ძაღლი სახლში არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო“
ღარიბაშვილი, ძაღლი სახლში არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო, სახლში ვერ ხედავს კორუფციას და იქ ეძებეს კორუფციას სადაც ეს არ არის,- ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას. ნაცვლიშვილის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს 12 პუნქტით გათვალისწინებული რეფორმები,"ის ათას ყალბ მიზეზს და საბაბს იმისთვის, რომ გააფუჭოს საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობები". "ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს 12 პუნქტით გათვალისწინებული რეფორმები, არ ასრულებს რეფორმებს და იგონებს ათას ყალბ მიზეზს და საბაბს იმისთვის, რომ გააფუჭოს საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობები. ვინ დაიჯერებ იმას, რომ თუ ევროპარლამენტი და დეპუტატები იყიდებიან, მილიარდერმა ივანიშვილმა ვერ მოახერხა მათი ყიდვა? ეს ძალიან სასაცილო ბრალდებაა. ღარიბაშვილი, ძაღლი სახლში არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო, სახლში ვერ ხედავს კორუფციას და იქ ეძებეს კორუფციას სადაც ეს არ არის. სავალალოა რა თქმა უნდა სახელმწიფოსთვის, როდესაც ასეთი პირი არის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გამწესებული",- განაცხადა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ, 19 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შარშან უკრაინა იყო დაინტერესებული იმით, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)