|
2023-07-20 12:02:09, 966 ნახვა
პოლიტიკა
არახამია პრემიერს - ევროინტეგრაციას ხელს რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი „ქართული ოცნების“ მთავრობა უშლის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მორიგ ჯერზე ტყუის... თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი “ქართული ოცნების” მთავრობაა,- ასე ეხმაურება უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას. არახამიას თქმით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახში იყოს, სადაც მშვიდობა, უსაფრთხოება, დემოკრატია და კეთილდღეობა იქნება უზრუნველყოფილი. "საქართველოს პრემიერ-მინისტრი მორიგ ჯერზე ტყუის და მორიგ ჯერზე ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რაც მიზნად ისახავს უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის შუღლის ჩამოგდებას, ეს კი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი “ქართული ოცნების” მთავრობაა. რაც შეეხება უკრაინას, ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობარი ქართველების ადგილი ჩვენთან ერთად ერთიან ევროპულ ოჯახში იყოს, სადაც უზრუნველყოფილია მშვიდობა, უსაფრთხოება, დემოკრატია და კეთილდღეობა",- წერს არახამია სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, გუშინ, 19 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შარშან უკრაინა იყო დაინტერესებული იმით, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)