|
2023-07-20 11:38:21, 836 ნახვა
საზოგადოება
Euromoney: „საქართველოს ბანკი“ 2023 წლის საუკეთესო ბანკია საქართველოში
მსოფლიოში წამყვანმა საბანკო და ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ „საქართველოს ბანკი“ 2023 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. გამარჯვებულების გამოსავლენად გამოცემამ ფინანსური ინსტიტუტების მიერ 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული ინიციატივების, გაუმჯობესებული და ახალი საბანკო სერვისებისა და პროდუქტების ანალიზი ჩაატარა. დეტალური კვლევისა და ბაზარზე არსებული ბანკების მონაცემების შედარების შედეგად კი Euromoney-ს ჟიურიმ ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ბანკები გამოავლინა, რომლებიც მომხმარებელს ინოვაციურ და თანამედროვე საბანკო და ფინანსურ გადაწყვეტებს სთავაზობენ. „საუკეთესო ბანკის ჯილდო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც 1996 წლიდან ენიჭებათ ფინანსური ინსტიტუტებს, რომლებიც საუკეთესოთა შორის სახელდებიან“,- ნათქვამია Euromoney-ს განცხადებაში. „საქართველოს ბანკმა“ ჯილდო 2022 წელს შექმნილი პროდუქტებისა და სერვისებისთვის მიიღო, რომელთა მიზანს მომხმარებელთა ყოველდღიურობის გამარტივება, ახალგაზრდა თაობისთვის ფინანსური განათლების ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდა და საბანკო ოპერაციების გაციფრულების ხელშეწყობა წარმოადგენდა. აღნიშნულ ინიციატივებს შორის იყო: „საქართველოს ბანკის“ sCoolApp-ი, მობილბანკში ისეთი თანამედროვე საბანკო გადაწყვეტების იმპლემენტაცია, როგორიცაა: ინვესტიციები და დაზღვევის მოდული, რეალურ დროში შეთავაზებების გაგზავნა, გადახდების პროცესების გამარტივება და სხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს „საქართველოს ბანკის“ ციფრული პროდუქტების ყოველთვიურ მომხმარებელთა რაოდენობა 1.2 მილიონს უტოლდება, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყოველწლიურად საშუალოდ 33.3%-იანი ზრდის შედეგია. „საქართველოს ბანკი“, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს, შექმნას ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც მომხმარებლებს საბანკო ოპერაციების განხორციელების პროცესს გაუმარტივებს. ამასთან, დაეხმარება ახალგაზრდებს, მიიღონ ფინანსური განათლება და ჩამოიყალიბონ ეკონომიკური აზროვნება, რაც მომავალში მათი მხრიდან ეფექტური ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებას შეუწყობს ხელს. ჩვენი გადაწყვეტების ეფექტურობაზე მუდმივად მზარდი მომხმარებლების რაოდენობა მეტყველებს. მაგალითად, ჩვენს BOG ScoolApp-ზე 65 000-ზე მეტი მოსწავლე არის დარეგისტრირებული და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება. ჩვენ მიერ განხორციელებული ინიციატივების გავლენიანი გამოცემის, Euromoney-ს მიერ აღიარება კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვაჩვენებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და ვცდილობთ, ახალი, ინოვაციური სერვისების შექმნასა და მომხმარებლებისთვის ახალი, თანამედროვე პროდუქტების შეთავაზებას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)