|
2015-01-06 21:10:55, 4877 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს მიზანი, უწყებათაშორისი კოორდინაციაა
მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა უწყებათაშორისი კოორდინაციის მიზნით შედგა. "უწყებათაშორისი კოორდინაციის მიზნით გაიმართა ეს შეხვედრა.მითუმეტეს წლის დასაწყისია. წინ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები გვაქვს და შესაბამისად, კოორდინირება ამ საკითხების ძალიან მნიშვნელოვანია",-განაცხადა დავით ბაქრაძემ. ამასთან, ბაქრაძემ საგარეო პოლიტიკის უწყბათაშორისი საბჭოს შექმნით, სამინისტროების ფუნქციების დუბლირება გამორიცხა. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით შეიქმნა. აღნიშნული საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების შესახებ და მოახდენს კოორდინაციას ყველა იმ სუბიექტს შორის, რომლებიც საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში არიან ჩართულები. საბჭოს ფუნქციაში ასევე შედის განსაზღვროს ის თემები, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის საგარეო ასპარეზზე პოზიციონირების თვალსაზრისით. ახლადშექმნილ საბჭოს პრემიერ–მინისტრი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში კი შედიან- საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი. საბჭოს მუშაობაში ხმის უფლებით მონაწილეობას იღებენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე წევრი.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)