|
2023-07-19 12:05:46, 901 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე - კანდიდატის სტატუსი შეიძლება, იმერულ ეზოსაც შევადაროთ, სადაც ჭიშკრიდან სახლი საკმაოდ მოშორებითაა
კანდიდატის სტატუსი შეიძლება, იმერულ ეზოსაც შევადაროთ, სადაც ჭიშკრიდან სახლი საკმაოდ მოშორებითაა,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. როგორც იუსტიციის მინისტრმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დაახლოებით იგივეა, რომ "დავაკაკუნოთ კარზე და მოგვესმას მასპინძლის ხმა - „მობრძანდით“. "კანდიდატის სტატუსი არის დაახლოებით იგივე, რომ დავაკაკუნოთ კარზე და მოგვესმას მასპინძლის ხმა - "მობრძანდით". ანუ, ვიცოდეთ, რომ მას აქვს გაცხადებული ნება, შევიდეთ ამ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში. ჩვენ ამ ეტაპზე, ხატოვნად რომ წარმოვიდგინოთ, ვართ კართან, რომელზეც დავაკაკუნეთ და გვაქვს შესვლის სურვილი. ეს ყველაფერი შეიძლება, იმავე იმერულ ეზოსაც შევადაროთ, სადაც ჭიშკრიდან სახლი საკმაოდ მოშორებითაა; როდესაც მასპინძელს დავუძახებთ, მანაც უნდა გამოგვძახოს და დაადასტუროს მზაობა, რომ სახლში მიგვიღოს, მაგრამ გასავლელი გზა საკმაოდ გრძელია. ჩვენ დავაკაკუნეთ ამ ჭიშკარზე და დარწმუნებული ვარ, ეს კარი აუცილებლად გაიღება, თუმცა ვიდრე სახლში მივალთ, ეზოც გასავლელია და თუ რამე შეცდომას დავუშვებთ, მასპინძელს სრული უფლება აქვს, სახლის კარი არ გაგვიღოს",- განაცხადა ბრეგაძემ, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)