|
2023-07-19 11:58:47, 599 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - ავსტრიის მხარესთან ერთად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ - დარწმუნებული ვარ, თანამშრომლობა მომავალშიც ნაყოფიერი იქნება
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში თომას მიულმანს და სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობის, რეგიონების და წყლის მართვის საკითხებში ახალ ატაშეს კარინ დოფელბაუერს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა კარინ დოფელბაუერს საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ატაშეს საქმიანობა, საქართველოსთან ერთად, 5 ქვეყანას - სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ყაზახეთსა და უზბეკეთს ფარავს. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ოთარ შამუგიამ ავსტრიის მხარეს წლების განმავლობაში არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და საქართველოს მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ავსტრიის მხარესთან ერთად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც ნაყოფიერი იქნება. აქტიურად ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად გავატაროთ რეფორმები როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოს დაცვის სექტორში, მით უმეტეს, ახლა, როდესაც ევროინტეგრაციის გზაზე ვდგავართ და კანდიდატის სტატუსის მიღებას ველოდებით. შესაბამისად, ავსტრიის გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის სექტორში 10 წლის განმავლობაში წარმოებისა და ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებლებს, მესაქონლეობის დარგის განვითარების გზებს, ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციისთვის გატარებულ ღონისძიებებს, სატყეო სექტორში განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის, ტყის კოდექსს. მხარეებმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ავსტრიის მხარემ გამოცდილების გაზიარების კუთხით მზაობა გამოთქვა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)