|
2023-07-18 15:29:42, 855 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - პოლიტსაბჭოზე ახალგაზრდების საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ
პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე იქნა გადაწყვეტილებები მიღებული ახალგაზრდების საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული საკითხი პარტიაში ჩატარებულ არჩევნებზე ერთ-ერთი დაპირება იყო, რაც შესრულდა. "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის იყო შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის და შესაბამისად, ვაგრძელებთ ამ ტრადიციას. პოლიტსაბჭოზე იქნა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული ახალგაზრდების საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქტიურად ხედავთ ტელეეკრანებზე, სხვადასხვა საკრებულოებში, საჯარო სივრცეებში, მიეცემათ შესაძლებლობა, თავად წარმართონ და იყვნენ წარმართველები, გადაწყვეტილებების მიმღებები "ნაციონალურ მოძრაობაში",- თქვა ლევან ხაბეიშვილმა. მისი განცხადებით, ირაკლი ფავლენიშვილი გენერალური მდივნის მოადგილის, ნიკოლოზ ჭურაძე კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის უფროსის, თათია ნიკოლაშვილი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ვანო მაღალაშვილი აღმასრულებელი მდივნის მოადგილის, გვანცა გაზდელიანი იურიდიულ სამსახურის უფროსის მოადგილის, ედო ჯავახიძე სამოქალაქო ინტეგრაციის მდივნის, ალექსანდრე კრევო ასათიანი საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილის, გიგი გიგიტელაშვილი სამდივნოს აპარატის უფროსის თანამდებობებს დაიკავებენ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)